0 1 : 3 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

კრიმინალი

ქრთამის აღების ბრალდებით სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თანამშრომელი დააკავეს

 ფინანსთა სამინსიტროს საგამოძიებო სამსახურმა ქრთამის აღების ბრალდებით სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თანამშრომელი დააკავა.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალურ ინსპექციასთან კოორდინაციით, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქრთამის აღების ბრალდებით იუსტიციის სამინისტროს სსიპ „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს“ მთავარი სპეციალისტი დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, რომელიც სსიპ „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს“ სატენდერო კომისიის აპარატის წევრი იყო, ერთ-ერთ მეწარმეს სააგენტოს მიერ გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვების ხელშეწყობის მიზნით, ქრთამის სახით ჯამში 2 500 ლარი მოსთხოვა. აქედან 1 000 ლარი ბრალდებულმა მეწარმეს წინასწარ გამოართვა. 

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით ითვალისწინებს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები