0 1 : 2 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

"გიორგიმ მითხრა, შს მინისტრის პირველი მოადგილე ახდენდა მასზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას"

   გიორგი ჭანტურიას ადვოკატის, ალექსანდრე კობაიძის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფზე განხორციელებულ ფსიქოლოგიურ ზეწოლასთან დაკავშირებით, უახლოეს დღეებში გენინსპექციას მიმართავს. 

”პირველი დაკითხვის დროს, მანამდე, სანამ მე შევიდოდი საგამოძიებო უწყებაში, როგორც გიორგიმ მითხრა, ვინმე კახა ახდენდა მასზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას. როგორც გიორგიმ განმიცხადა, ეს იყო მინისტრის პირველი მოადგილე. ამასთან დაკავშირებით, ჩვენ გენინსპექციას აუცილებლად მივმართავთ, მაგრამ დღეს თუ ხვალ, ეს ჯერ არ ვიცით“, - განაცხადა ალექსანდრე კობაიძემ. 

  შეგახსენებთ, რომ სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით, სამართალდამცავებმა 16 იანვარს ე.წ. სტამბოლის ბაზრის ყოფილი მეწილის შვილი, გიორგი ჭანტურია დააკავეს და 40 საათში ბრალის წაყენების გარეშე გაათავისუფლეს. გიორგი ჭანტურია გამოკითხვის მიზნით საგამოძიებო უწყებაში 20 იანვარსაც დაიბარეს. ჭანტურიამ ქვემო ქართლის სამხარეო პოლიციის შენობა შვიდსაათიანი გამოკითხვის შემდეგ დატოვა. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები