0 1 : 3 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ჭრილობები მუცლის, ყელისა და ფეხის არეში - ხაშურში 4 მოსწავლე საავადმყოფოში გადაიყვანეს (დეტალები)

ხაშურის ცენტრში მდებარე ერთ-ერთი რესტორნის თანამშრომლები გამოკითხვაზე გადაიყვანეს. 

რესტორნის თანამშრომლები პირად საუბრებში უარყოფენ ინფორმაციას, თითქოს დაჭრის ფაქტი კვების ობიექტის შიდა ტერიტორიაზე მოხდა. მათი თქმით, დაპირისპირებას რესტორნის გარეთ ჰქონდა ადგილი.

ერთ-ერთი დაჭრილის ახლობლის ინფორმაციით, მეთორმეტე კლასის მოსწავლეები კვების ობიექტში თანაკლასელის დაბადების დღეს აღნიშნავდნენ. მისივე თქმით, დაპირისპირება რესტორნის შიგნით დაიწყო და გარეთ გაგრძელდა.

„ევექსის“ კლინიკის ინფორმაციით, საავადმყოფოში თავდაპირველად ოთხი მოსწავლე შეიყვანეს, რომელთაგან ორი მსუბუქად იყო დაშავებული და მალევე გაწერეს. რაც შეეხება დაჭრილ ორ მოსწავლეს, მათგან ერთს დაზიანება მუცლის არეში, ხოლო მეორეს ყელისა და ფეხის არეში აქვს მიყენებული.

ერთ-ერთ დაჭრილს ოპერაცია უკვე ჩაუტარდა, ხოლო მეორეს ამბულატორიული მკურნალობა უტარდება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-109 მუხლებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს და ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 11-დან 14 წლამდე ვადით.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები