0 4 : 0 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

რუსული ოცნება დახურულ მოლაპარაკებას მართავს რუსეთთან, გიუმრის ბაზის საქართველოში გადმოტანის შესახებ?

გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს მთავრობა დახურულ მოლაპარაკებას მართავს რუსეთთან, გიუმრის ბაზის საქართველოში გადმოტანის შესახებ, ერთ-ერთ ვერსიად ახალქალაქი განიხილება - სწორედ ეს ლოკაცია შესთავაზა ღარიბაშვილის მთავრობამ რუსებს.

ამას ემატება ისიც რომ ცოტა ხნის წინ, სომხეთმა ოფიციალურად განაცხადა იმის შესახებ, რომ ანტირუსულ სანქციებზე აშშ-სთან და ევროკავშირთან თანამშრომლობს.

შესაბამისად, ერევანს არ სურს იყოს „სივრცე, სადაც სანქციების გვერდის ავლით შეიძლებოდა რაღაცების მოგვარება“.

ამის პარალელურად კი ,სომხეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა და თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, გენერალ-ლეიტენანტმა ედვარდ ასრიანმა სამხედრო თანამშრომლობა განიხილა აშშ-ს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსთან, ადმირალ კრისტოფერ გრეიდთან და აშშ-ს საჰაერო ძალების შტაბის უფროსთან, გენერალ ჩარლზ ბრაუნთან.

ამის შესახებ სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ვებგვერდიც იტყობინება .

მათი შეხვედრა აშშ-ი, კერძოდ, ვაშონგტონში, კონფერენციის დროს შედგა, რომელიც აშშ-ს კანზასის ეროვნულ გვარდიასთან თანამშრომლობის პროგრამის 30 წლის იუბილეს ეძღვნებოდა.

მხარეებმა თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის, ამერიკულ პროგრამებში სომხეთის მონაწილეობის საკითხები განიხილეს. საუბარი იყო ასევე ცნების „ბრძანება დავალების მიხედვით“ და პროფესიონალ სერჟანტთა სისტემის დანერგვაზე.

ცნობისთვის, რუსეთს სამხრეთ კავკასიაში სამი სამხედრო ბაზა აქვს. მათგან ორი საქართველოშია - ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონსა და აფხაზეთში. ხოლო მესამე - სომხეთში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები