0 5 : 5 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

“რატომ არსად ჩანს ჩვენებებში, რომ იაკობ ბრეგვაძე დილამდე იმყოფება თემქაზე ? სად ჩამოსვა პოლიციამ ბრეგვაძე ? როგორ აღმოჩნდა თემქაზე ?”- სკანდალური ფოტოები

ჟურნალისტი ვახო სანაია სოციალურ ქსელში ფოტოებს აქვეყნებს და წერს:

  • დაბადების დღიდან სხვადასხვა მანქანით წამოსული იუბილარი ანა გაბეჩავა და მარიამ ხატისკაცი თბილისში ხვდებიან ერთმანეთს.
  • ანა გაბეჩავა გადმოჯდა იმ მანქანაში, სადაც ზის მარიამ ხატისკაცი სხვა ახალგაზრდებთან ერთად, მათ შორისაა იუბილარი ნათესავი ვაჟა, ასევე გიორგი ფოცხვერაშვილი და კიდევ ერთი, მარიამ ხატისკაცისთვის უცნობი ბიჭი.
  • ყველანი მიდიან თემქაზე, იუბილარ ანა გაბეჩავას ნათესავის ბინაში.
  • ყველაზე საინტერესო ახლა იწყება. შეგახსენებთ, ეს ის ღამეა, როცა გიორგი შაქარაშვილი გაუჩინარდა. როცა მცხეთაში ხიდთან ახალგაზრდებს თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ.

    ახლა გავაგრძელოთ. როგორც გითხარით, ახალგაზრდები ადიან თემქაზე. უკვე იმ ბინაში ჩანს ფოტოგრაფი იაკობ ბრეგვაძე, რომელიც ფოტოებს უღებს იქ მყოფ გოგოებსა და ბიჭებს. ფოტოების გამოკვლევით, დავადგინეთ, რომ იაკობს უკვე გადახდა ის ისტორია მცხეთაში ხიდთან, შემდეგ იაკობი პოლიციამ წამოიყვანა თბილისში. საბოლოოდ ის აღმოჩნდა თემქაზე. წარმოგიდგენთ ფოტომასალას იაკობ ბრეგვაძის აპარატიდან.

    რატომ არაფერს ამბობს ამ დეტალებზე გამოძიება ? რატომ არსად ჩანს ჩვენებებში, რომ იაკობ ბრეგვაძე დილამდე იმყოფება თემქაზე ? სად ჩამოსვა პოლიციამ ბრეგვაძე ? როგორ აღმოჩნდა თემქაზე ? მოუყვა თუ არა ბრეგვაძე იქ მყოფებს, რა გადახდათ თავს მას და სხვებს სამრეცხაოსთან, როცა თავს დაესხნენ ჯერ მერსედესის, შემდეგ კი ტოიოტას შემადგენლობა ? როდის გაიგეს თემქაზე დილამდე მყოფმა ახალგაზრდებმა გიორგი შაქარაშვილის გაუჩინარების შესახებ ?

    ახალგაზრდები (ნაწილი მაინც ) დილამდე რჩებიან თემქაზე. ჯერ გვიანი ღამეა, მერე კი გამთენიაც ჩანს – ფოტოებშია.

    თემქის ბინაში თავს იყრიან:

    იუბილარი ანა გაბეჩავა
    მარი და ვაჟა ადეიშვილები – მასპინძლები
    ლიზი ნადირაძე
    მარიამ კვაჭაძე
    გიორგი ფოცხვერაშვილი

    და

    იაკობ ბრეგვაძე

    დღეს, როცა ჩვენი პროდიუსერები თემქაზე, იმ კორპუსთან მივიდნენ, მალევე ადგილზე გაჩნდნენ პოლიციის თანამშრომლები. ისინი ავიდნენ ერთ-ერთი ბინაში.

    მოკლედ, სულ უფრო და უფრო უცნაურია ეს საქმე.

    კომენტარები

    მსგავსი სიახლეები