თალიბანი ჩვენი მოკავშირეა ტერორიზმთან ბრძოლაში – ვ...
"ᲖᲝᲒᲐᲓᲐᲓ, ᲣᲜᲓᲐ ᲓᲐᲕᲘᲬᲧᲝᲗ ᲤᲐᲥᲢᲘᲗ, ᲠᲝᲛ ᲥᲕᲔᲧᲐᲜᲐᲨᲘ [ᲐᲕᲦᲐᲜᲔᲗᲨᲘ] ᲫᲐᲚᲐᲣᲤᲚᲔᲑᲐᲡ ᲗᲐᲚᲘᲑᲐᲜᲘᲡ ᲛᲝᲫᲠᲐᲝᲑᲐ ᲐᲙᲝᲜᲢᲠᲝᲚᲔᲑᲡ. ᲐᲛ ᲛᲮᲠᲘᲕ, ᲗᲐᲚᲘᲑᲐᲜᲘ ᲭᲔᲨᲛᲐᲠᲘᲢᲐᲓ ᲩᲕᲔᲜᲘ ᲛᲝᲙᲐᲕᲨᲘᲠᲔᲐ ᲢᲔᲠᲝᲠᲘᲖᲛᲗᲐᲜ ᲑᲠᲫᲝᲚᲐᲨᲘ”. გა...
|
მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა საკმაოდ რთულია და სიცოცხლის შენარჩუნების ღონისძიებების საჭიროებამ სისტემური ფორმა მიიღო - სამედიცინო პერსონალი შიშობს, რომ შეიძლება მდგომარეობა ვეღარ დაიჭირონ, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, საქართველოს მესამე პრეზიდენტის წარმომადგენელმა, სოფო ჯაფარიძემ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო დოკუმენტებში არაერთი ურთიერთგამომრიცხავი ჩანაწერია და მან სახალხო დამცველს და საერთაშორისო პარტნიორებს მოუწოდა, რაც შეიძლება დაუყოვნებლივი რეაგირება მოახდინონ ამასთან დაკავშირებით.
გარდა ამისა, როგორც ჯაფარიძე აღნიშნავს, მიხეილ სააკაშვილის საბრძოლო განწყობა უცვლელია და ის მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობის მიუხედავად, "რუსულ რეჟიმთან" ბრძოლას აქტიურად აგრძელებს.
"მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა საკმაოდ რთულია და სისტემური ფორმა მიიღო სიცოცხლის შენარჩუნების ღონისძიებების საჭიროებამ. მაისის შემდგომ განსაკუთრებით ხშირად საჭიროებს ის სისხლის გადასხმას და სამწუხაროდ, ამ ყველაფერს თან ახლავს ძალიან ხშირად რიგი გართულებები და მათ შორის, სულ რამდენიმე დღის წინ იყო მძიმე ალერგიული რეაქცია და არა მხოლოდ. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ სამედიცინო პერსონალისგან მოდის სიგნალები შიშის შესახებ, რომ შეიძლება მდგომარეობა ვეღარ დაიჭირონ. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ არაერთი შეუსაბამობა და ურთიერთგამომრიცხავი ჩანაწერები არის მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო დოკუმენტაციაში. მივმართავ სახალხო დამცველს, ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებს, რაც შეიძლება დაუყოვნებლივი რეაგირება მოხდეს ამ ყველაფერთან დაკავშირებით, იმიტომ რომ შეუძლებელია ამ ყველაფერს ვუყუროთ ასე მშვიდად," - განაცხადა ჯაფარიძემ.
ამასთან, როგორც ის აღნიშნავს, უახლოეს დღეებში მიხეილ სააკაშვილის "საზოგადოებრივი მისაღები" გაიხსნება.
"ის მზად არის თქვენთან დიალოგისთვის. მას ძალიან დიდი სურვილი აქვს ჩვენს მოქალაქეებთან იყოს უშუალო კომუნიკაციაში და გელოდებით ყველას, ვისაც სურვილი გაქვთ რომ მას მიაწვდინოთ ხმა, გაუზიაროთ თქვენი მოსაზრებები. ის აუცილებლად მიიღებს ყველას გზავნილს და ყველას გიპასუხებთ," - განაცხადა სოფო ჯაფარიძემ.
"ᲖᲝᲒᲐᲓᲐᲓ, ᲣᲜᲓᲐ ᲓᲐᲕᲘᲬᲧᲝᲗ ᲤᲐᲥᲢᲘᲗ, ᲠᲝᲛ ᲥᲕᲔᲧᲐᲜᲐᲨᲘ [ᲐᲕᲦᲐᲜᲔᲗᲨᲘ] ᲫᲐᲚᲐᲣᲤᲚᲔᲑᲐᲡ ᲗᲐᲚᲘᲑᲐᲜᲘᲡ ᲛᲝᲫᲠᲐᲝᲑᲐ ᲐᲙᲝᲜᲢᲠᲝᲚᲔᲑᲡ. ᲐᲛ ᲛᲮᲠᲘᲕ, ᲗᲐᲚᲘᲑᲐᲜᲘ ᲭᲔᲨᲛᲐᲠᲘᲢᲐᲓ ᲩᲕᲔᲜᲘ ᲛᲝᲙᲐᲕᲨᲘᲠᲔᲐ ᲢᲔᲠᲝᲠᲘᲖᲛᲗᲐᲜ ᲑᲠᲫᲝᲚᲐᲨᲘ”. გა...
სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, ქვეყანას ახალი კონსტიტუცია სჭირდება. „ჩვენს ქვეყანას ახალი კონსტიტუცია სჭირდება. ვსაუბრობ არა იმდენად ახალ ტექსტზე, რამდენადაც მისი შექმ...
8 ივლისს ყრილობაზე იქნება ბევრი სიახლე და ცვლილება, რომლებიც კიდევ უფრო მეტად გააძლიერებს პარტიას, რადგან „ნაციონალური მოძრაობა“ არის მთავარი ოპოზიციური პარტია, რომელმაც გადამწყვეტი რ...
ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, იმედი აქვს, უკრაინა ალიანსს მომავალი 10 წლის განმავლობაში შეუერთდება, - უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ სტოლტენბერგმა გერმანულ გამ...
უნგრეთის პრემიერ მინისტრი ვიქტორ ორბანი მოსკოვში ჩავიდა. "კიევის შემდეგ მოსკოვი" - წერს პუტინის მეგობარი და ფოტოს აქვეყნებს. ...
გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა ბუნდესტაგში მკაფიოდ დააფიქსირა ქვეყნის პოზიცია და განაცხადა, რომ გერმანია, არასდროს დაუჭერს მხარს ცეცხლის შეწყვეტას! რაც უკრაინის კაპიტულაციას ისახავს მიზნად. “ჩე...
“ოცნების” დეპუტატის, გია ვოლსკის თქმით, მთავრობამ ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებთან შეხვედრის ღონისძიებაზე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი არ მიიწვია. “არ მიგვაჩნია ჩვ...
ივლისი 2024 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები