2 0 : 1 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

გლდანში, ერთ-ერთ ავტოფარეხში ორი ადამიანი დაჭრეს

თბილისში, გლდანში არსებულ ერთ-ერთ ავტოფარეხში ორი ადამიანი დაჭრეს. არსებული ინფორმაციით, მამაკაცებს დაზიანებები ჩაქუჩითა და დანით აქვთ მიყენებული. დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს. 

მომხდარ ფაქტს შსს-ს პრესსამსახურში ადასტურებენ.

როგორც შსს-ში აცხადებენ, საქმესთან დაკავშირებით სამი პირია დაკავებული. გამოძიება მიმდინარეობს დამამძიმებელ გარემოებაში, ორი ან მეტი პირის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე საქართველოს სსკ-ის 19-109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები