0 4 : 0 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

სიყვარულის ფილოსოფია

ჩამოტვირთვა

ცხოვრებაში ასე ხდება… მოულოდნელად ყველაფერი ინგრევა და შენ სამუდამო უფსკრულში ვარდები… და მაშინ ჩნდება ის – “სიყვარულის ფილოსოფია”. ამ ქვეყნად არაფერი გინდა, მხოლოდ ის: მისი თვალები, მისი გამოხედვა, მისი ხელები, შეხება, მისი ტუჩები, კოცნა, მისი გული, სიყვარული... სამი რამ იზიდავს ადამიანს: სული, გონება და სხეული. სულის მიზიდულობა შობს მეგობრობას, გონების მიზიდულობა შობს პატივისცემას, სხეულს მიზიდულობა შობს სურვილს. ამ სამი ცნების კავშირი კი (შობს) ს ი ყ ვ ა რ უ ლ ს... ომარ ხაიამი სიყვარულზე საუბრისას ამბობს: ერთ ბრძენთან მივედი და ვკითხე:“რა არის სიყვარული?” მან მიპასუხა: “არაფერი”მაგრამ მე ვიცი, რომ ბევრი წიგნის მიხედვით, იგი მარადისობაა, რომ იგი მთელი სამყაროა და მაინც, რა არის სიყვარული?“ყველაფერი, ეს ადამიანია!”მაშინ მე მას შევხედე, პირდაპირ თვალებში და ვკითხე ”როგორ გავიგო? ყველაფერი თუ არაფერი?მან ღიმილით მიპასუხა: “შენ თვითონ გაეცი პასუხი, ყველაფერი ან არაფერი, - აქ არ არსებობს შუალედი!” შეიძლება თუ არა ადამიანს ჰქონდეს სიყვარული?.. – ეს რომ შესაძლებელი იყოს, მაშინ იგი უნდა არსებობდეს როგორც ნივთი, სუბსტანცია, რომელსაც ადამიანი იქონიებდა, როგორც საკუთარს, მაგრამ საქმე ისაა, რომ ასეთი ნივთი “სიყვარული” არ არსებობს. “სიყვარული” – ეს აბსტრაქციაა, ეს არის რაღაც არა მიწიერი არსება ან ღმერთი, თუმცა ჯერ ვერავინ შეძლო ამ ღმერთის დანახვა. სიყვარული მუდმივი ნდომებაა. ეს არის სურვილი სულისა და სხეულისა. იგი რა სახეობისაც არ უნდა იყოს, ყოველთვის გულისხმობს მასში ორი მხარის არსებობას. ეს ორი მხარის არსებობა კი მაშინ დაიწყო, როდესაც სამყარო იქმნებოდა. გიყვარდეს - ნიშნავს საკუთარი ბედნიერების პოვნას სხვაში, თუმცა ქალისა და მამაკაცის კავშირში ყოველთვისაა ანგარება, რადგან ვიღაცის სიყვარული შენი სიამოვნებაცაა. გარკვეული მეტაფორული გაგებით სიყვარული უკვე სნეულებაა, როდესაც იგი შენში იბადება, შენ ავადდები ამით, ოღონდ სხვა სნეულებებისგან იმით განსხვავდება, რომ იგი ყველაზე სასურველია. თანაგრძნობის ნიშნით სიყვარული ორი სახისაა: ცალმხრივი და ორმხრივი სიყვარული. საინტერესოა რატომ ან როგორ გვიყვარდება ისეთი ადამიანი, რომელიც ჩვენს გრძნობას უპასუხოდ ტოვებს, ამის არაჩევულებრივი მაგალითია შტეფან ცვაიგის “უცნობი ქალის წერილი” – სადაც კარგადაა აღწერილი ქალის უიმედო, ავადმყოფური განცდები. ხშირად მსჯელობენ სიყვარულზე, რომელსაც პლატონურს უწოდებენ. ასეთად მიჩნეულია ისეთი სიყვარული, როდესაც ორ მხარეს შორის არსებობს სულიერი მისწრაფება, სულიერი თანაგრძნობა, მაგრამ გამორიცხულია მათ შორის სხეულებრივ-ხორციელი კავშირი. ეს აბსტრაქტულ-განყენებული სიყვარულია. რატომ რჩება ქალი იმ მამაკაცთან, რომელიც სვამს, ნარკომანი ან მექალთანეა? რატომ ითმენს მამაკაცი თავისთან ახლოს სულელსა და აუტანელ ქალს, რატომ ამართლებს დედა ყოველთვსი შვილს? ნიშნასვ თუ არა ეს ფრაზას: - გიყვარდეს მხოლოდ ისეთი როგორიც არის და ნურასოდეს შეეცდები მის გარდაქმანს! - დიახ, თამამად შეიძლება ითქვას, რომ შეყვარებულს დახშული აქვს თვალები და ყურები! სწორედე ამიტომ. როდესაც ადამიანი თვალების ფართოდ გახელას იწყებს, იგი თავის სიყვარულსაც ნელ-ნელა ემშვიდობება. საინტერესოა, როგორ ვესალმებით ადამიანები სიყვარულს, როგორ ვიწყებთ მის გაცნობიერებასა და შეგუებას ჩვენში. ამ დროს ცნობიერებისა და ქვეცნობიერის შერწყმა ხდება, შენ ვერაფერს აანალიზებ. ეს არ ხდება დროის რაღაც მონაკვეთში და მერე არ წყდება. ჯერ თვალებს უყვარდებათ და შემდეგ გულს, სულს, სხეულის ყოველ ნაწილს. ყოველ დღე იწყებ იმის გაცნობიერებას, რომ მასზე ფიქრობ, ყოველ დღე ეს ფიქრები მარადიულ წარმოდგენებად იქცევიან, და ხვდები, რომ გიყვარს, შეყვარებული ხარ და ცხოვრებას სულ სხვა ადამიანით აგრძელებ, თუმცა მოულოდნელად სამყარო ინგრევა და შენ სამუდამო უფსკრულში ვარდები… და მაშინ ჩნდება ის – “სიყვარულის ფილოსოფია”. ამ ქვეყნად არაფერი გინდა, მხოლოდ ის: მისი თვალები, მისი გამოხედვა, მისი ხელები, შეხება, მისი ტუჩები, კოცნა, მისი გული და მისი სიყვარული. წყარო: blogger.ge

კომენტარები

მსგავსი სიახლეები