0 6 : 1 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ჯო ბაიდენი სომეხთა გენოციდის აღიარებას გეგმავს

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი პირველი მსოფლიო ომის დროს ოსმალეთის იმპერიაში სომეხთა მასობრივი ხოცვის ფაქტისთვის გენოციდის აქტის კვალიფიკაციის მინიჭებას გეგმავს. ამის შესახებ Reuters იუწყება.

ბაიდენი სიტყვა „გენოციდს“, სავარაუდოდ, 24 აპრილს გამოიყენებს, როდესაც 1915 წელს დაღუპულთა ხსოვნის ღონისძიებები მიმდინარეობს.

ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ამ გადაწყვეტილების შემთხვევაში ვაშინგტონსა და ანკარას შორის ისედაც რთული ურთიერთობები შეიძლება კიდევ უფრო გამწვავდეს.

გასულ წელს ჯო ბაიდენმა პრეზიდენტობის კანდიდატის რანგში პატივი მიაგო 1,5 მილიონი სომეხი კაცის, ქალის და ბავშვის ხსოვნას, რომლებიც ოსმალეთის იმპერიის ბოლო წლებში დაიღუპნენ და განაცხადა, რომ ის მხარს დაუჭერს ამ მკვლელობების გენოციდად აღიარების ძალისხმევას.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები