1 5 : 5 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

,,არ ვაპირებ თავის გამართლებას. ისეთ რაღაცას შეეხო ჩემი ძმა. მე ის მიყვარს და მეყვარება.." - ძმის მკვლელობაში ბრალდებული

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ, მოსამართლე ირაკლი აბშილავა, ძმის მკვლელობაში ბრალდებულს 1983 წ. დაბადებულ გ. წ. - ს აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

მოსამართლე ირაკლი აბშილავამ გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ მიიღო. მან სრულად გაიზიარა პროკურატურის შუამდგომდგომლობა.

"მე არ ვაპირებ თავის გამართლებას. ისეთ რაღაცას შეეხო ჩემი ძმა. მე ის მიყვარს და მეყვარება. თავს არ დავიცავ,"- აღნიშნა ბრალდებულმა სასამართლო სხდომაზე და უფლებადამცველის ყოლაზე უარი განაცხადა.

28 სექტემბერს, გ.წ - მ ძმას 1985 წ. რ. წ. - ს ცივი იარაღით მრავლობითი ჭრილობები მიაყენა გულმკერდის არეში. დაჭრილი საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული შემთხვევიდან რამდენიმე საათში ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში დააკავეს.

განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
წინასასამართლო სხდომა 15 ნოემბერს დაინიშნა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები