1 3 : 5 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ფაშინიანი სომხეთის მოსახლეობას: " ვამაყობ თქვენით და ქედს ვიხრი თქვენს წინაშე“

სომხეთის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ნიკოლ ფაშინიანმა რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებში მისი ბლოკის, „ჩემი ნაბიჯის“ დამაჯერებელი გამარჯვების შემდეგ ფეისბუქზე დაწერა:

„ძლიერი, ძლიერი, ძლიერი ხალხი. მიყვარხართ ყველანი, ვამაყობ თქვენით და ქედს ვიხრი თქვენს წინაშე“ 

შეგახსენებთ, რომ სომხეთის საპარლამენტო არჩევნებში ნიკოლ ფაშინიანის ბლოკმა ამომრჩეველთა 70%-ის მხარდაჭერა მოიპოვა. ამომრჩეველთა აქტივობამ გუშინ გამართულ არჩევნებზე 49% შეადგინა.

პირველად ისტორიაში ქვეყნის პარლამენტში ვერ გავიდა ყოფილი მმართველი „რესპუბლიკური პარტია“. მათ ამომრჩეველთა ხმების 4,7% მიიღეს, ხოლო პარლამენტში მოსახვედრად საჭირო იყო 5%-იანი ბარიერის გადალახვა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები