2 3 : 2 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

საქართველოს ნაკრების ყოფილ მეკარეს, აკაკი დევაძეს 50 ათასი დოლარი ჭირდება გადასარჩენად

საქართველოს ნაკრების ყოფილ მეკარეს, აკაკი დევაძეს 50 ათასი დოლარი ჭირდება გადასარჩენად.მას ღვიძლის სერიოზული პრობლემა აწუხებს და ესაჭიროება გადაუდებელი ოპერაცია, რომელიც თურქეთში უნდა გაუკეთდეს, რაც დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული.

როგორც ცნობილია, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ ფეხბურთელისთვის გამოყოფილ სპეციალურ ანგარიშზე უკვე გადარიცა 10 ათასი ლარი. თავად აკაკიმაც აღნიშნა, რომ მას შემდეგ რაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ სოციალურ ქსელში დაიწერა, არაერთმა ადამიანმა გამოხატა დახმარების სურვილი, თუმცა ოპერაციას და შემდგომ სარეაბილიტაციო პერიოდს დაახლოებით 100 ათას დოლარამდე დასჭირდება.

დახმარების მსურველებს თანხის ჩარიცხვა ამ ანგარიშზე შეუძლიათ:

საქართველოს ბანკის კოდი BAGAGE 22 მიმღების ანგარიშის ნომერი GE52BG0000000692294500

კომენტარები

მსგავსი სიახლეები