2 3 : 3 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

პოლიტიკოსის პირადი ცხოვრების ამსახველი ახალი კადრების შესახებ ინფორმაცია გავრცელდა

კიბერტერორი გრძელდება. ქართველი პოლიტიკოსის პირადი ცხოვრების ამსახველი ახალი კადრების შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში დღეს დილიდან ვრცელდება.

რამდენიმე ჟურნალისტს ქართველი პოლიტიკოსის ყალბი პროფილით Facebook-ში ვიდეოს ინტერნეტბმულები მიაწოდეს. ამ დროისთვის ვიდეოზე წვდომა ინტერნეტში უკვე შეზღუდულია.

ჟურნალისტი მაკა რაზმაძე  აცხადებს, რომ ვიდეოს თან ახლდა ასევე ანონსი. რაზმაძე ასევე ამბობს, რომ ვიდეო მალევე დაიბლოკა.

„უკვე მესამეჯერ ჩემს პირად გვერდზე Facebook-ზე პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერი, ვიდეო აიტვირთა. ატვირთა იმ პოლიტიკოსის ექაუნთით შემოსულმა ადამიანმა, ვისი კადრებიც იყო ვიდეოში,“ - განაცხადა მაკა რაზმაძე.

http://rustavi2.com/

კომენტარები

მსგავსი სიახლეები