1 6 : 1 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ეკა ბესელია ფარული ჩანაწერების გავრცელებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

უმრავლესობის წევრი ეკა ბესელია facebook-ის საკუთარ გვერდზე პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერების გავრცელებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

"პირადი ან ოჯახური საიდუმლოს, პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის ან პერსონალური მონაცემების უკანონოდ მოპოვება, შენახვა, გამოყენება, გავრცელება ან ხელმისაწვდომობის სხვაგვარი უზრუნველყოფა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, −
ისჯება ჯარიმით ანდა გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.
2. პირადი ან ოჯახური საიდუმლოს, პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის ან პერსონალური მონაცემების უკანონოდ გამოყენება ან/და გავრცელება ამა თუ იმ ხერხით გავრცელებული ნაწარმოების, ინტერნეტის, მათ შორის, სოციალური ქსელის, მასობრივი მაუწყებლობის ან სხვა საჯარო გამოსვლის მეშვეობით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, −ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხ წლამდე..."

ეს კანონია, ეს სისხლის სამართლის კოდექსის ის მუხლები, რაც შემაკავებელი უნდა იყოს დამნაშავისთვის რომ არ გადააბიჯოს იმას, რაც შეიძლება ზოგჯერ კანონზე მეტი იყოს.. ეს მეტი კი–მორალური მიჯნაა....
კანონი პოლიტიკისა და მორალის ნაჯვარია და არის კიდევ რაღაც რაც უფრო მეტია, ვიდრე პოლიტიკა, ვიდრე სამართლის ნორმა და კიდევ...
და სწორედ ამ სივრციდან მინდა მოგმართო შენ, თითეულო ქალბატონო, ვინც დღეს შეშინდი...ვისაც შეეხო და შეიძლება შეეხოს ეს ყველაზე ამაზრზენი თავდასხმა.


მე, ქალი პოლიტიკოსი, ქალი–ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, სხვათა უფლებების დამცველი და ამ ყველა სხვათაგან , ქალთა უფლებების დამცველიც– მოგმართავ ახლა საქართველოს თითოელ ქალს, მარტივი მაგრამ ფოლადივით მტკიცე სიტყვებით –ნუ შეშინდები!
ნუ, ნუ შეშინდები! ნუ დაიხევ უკან! ნუ შეიცვლი იმ ბრძოლის ჟინს და რწმენას, რის გამოც ვიღაც შავ–ბნელი ძალისთვის მიუღებელი და საფრთხის მატარებელი აღმოჩდი!
ნუ აჩვენებ რომ შენს სულში ადგილი არის შიშის და ამ უზნეობასთან დანებების!
ნუ იგრძნობ თავს მარტო!

მე დღეს ქალი პოლიტიკოსი, რომელიც ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტს ვხემძღვანელობ საკუთარი მაგალითით გადაგეფარები, არა ყავლგასული, გახუნებული, ყალბი ფრაზებით...

დიახ, ეს პერსონალური მაგალითი მაძლევს მორალურ უფლებას და ვალდებულებასაც მეტად გადავეფარო ყველა იმ ქალს –ვისაც დღეს მორალურად და ფიზიკურად კლავენ! 
ეს განსაცდელი უკვე გავიარე, როდესაც მე როგორც ქალს და დედას გამიზომეს გამძლეობა მომაკვდინებელი მეთოდით– ყველაზე ძვირფასი ადამიანები დამიდეს სიცოცხლის ერთ პინაზე და....

დიახ, არ მიფიქრია მაშინ როგორ მეტკინებოდა და რამდენი ხნით, ვთქვი რომ უკან არ დავიხევ და ამ ბრძოლით გადავარჩენ არა მხოლოდ საკუთარ შვილს და ოჯახის წევრებს, არამედ ათასობით იმ ადამიანს ვინც მაყურებელი იყო ამ პროცესის, ზოგი გულშემატკივარი და ზოგიც მოსეირე! 

მაშინ იყვენ ისეთნიც ვინც თქვა, რომ –კომპრომისი და დამორჩილება ჯობდა , ვიდრე გამეტება საკუთარი სისხლის და ხორცის გისოსებისა და დევნისთვის. 
არა, არ ჯობდა, რადგან როდესაც ტერორს გიწყობენ და ნებდები , ამით სხვათა სოცოცხლეს აგდებ საფრთხეში და შენს ცხოვრებასაც მონურს ხდი! ტეროროსტები და მოძალადეები ხდებიან ამ დროს გამარჯვებულები!

ამიტომ ვიარე მტკივნეული გზით და, რასაკვირველია, ამ დიდი ტკივილის ფასი იყო საბოლოო გამარჯვება.

მე როგორც ქალი ვიდექი ტყვიების ზუზუნში, სისხლიანი გუბეების წინ, სიკვდილს თვალშევლებული, მორალური ტერორის და მუდმივი მუქარა–შანტაჟის ქვეშ და ეს გრძელდებოდა წლები–2007–8–9–10–11 წლები.... და ...

ამ ტერორს აწყობდა არა მარტო ერტი კაცი (კაცი?!) არამედ ამ "კაცის" მიერ შექმნილი ძალადობრივი სისტემა. სისტემის ნაწილი იყო ყველა ის ცოცხალი და ლეშად ქცეული ინსტრუმენტი, რომელიც აცოცხლებდა ეპიდემიადქცეულ მანკიერებას. არ იყვნენ ცოტანი– ვერ ჩამოვთვლი, მაგრამ ხომ ყველას გახსოვთ!

მე არ მქონდა მაშინ არც ისეთი სოლიდარობა და არც იმხელა მხარდაჭერა რაც დღეს შეგვიძლია გვქონდეს! მარტო ვიყავი მაგრამ არ შემშინებია, მეშინოდა იმ საზარელი რეალობის ვაითუ ვერ გამეძლო! ბევრიც იმსხევრპლეს....

ეს ტერორი ბევრი მედია საშუალების ხელითაც ხდებოდა და დღესაც ხდება საუბედუროდ...

მარტო ის ნუ შეგვძრავს, როცა ქალს საძინებლის სასთუმლის ფერს დავინახავთ ან, მაშინ როცა ქალს ყელს გამოღადრავენ...მაშინაც უნდა შეგვძრას, როდესაც ქალი პოლიტიკოსების მორალურ ტერორს იწყებენ ყველაფრის მკადრებელი –პოლიტიკოსები...ჟურნალისტები ...კონკრეტული უსახური პერსონები...

იქნებ დავფიქრებულიყავით და ყველამ გავიაზროთ ჩვენი წილი პასუხისმგებლობა თუნდაც როგორც პასიური თანამონაწილისა ამ მოვლენებში?! იქნებ ჯობს დღეს მაინც ვაღიაროთ , რომ საზოგადოების გარკვეული ნაწილის მხრიდან ამ ყველაფრის ნომინალურმა დაშვებამ და მიმღეობამ ხომ კიდევ უფრო მომაკვდინებელი ფორმები შეიძინა...

თუ არ გავაცნობიერეთ საიდან მოდის, რატომ და სად არის ფესვები, ისე ცხრათავიან გველეშაპზე დიდი აღმოჩდება ეს ურჩხული!
და კიდევ ერთი:

ვიდრე სხვის დაცვას შევეცდებით, ჯერ საკუთარ თავში დავამარცხოთ ის ბაცილა, რომელიც სხვისი ზიანის მიმყენებელია!

საკუთარ თავში არ მივცეთ გასაქანი იმ ვერაგობას, რომელიც სხვისი ტკივილით ხარობს, სხვისი ბოროტება სწადია, სხვას დაცინის, ცილს წამებს...ასეთ დროსაც კი, ქვენა და პირადი მოტივი ჯაბნის სოლიდარობისა და სხვისი განცდის განცდას. 
ეს ბაცილა ჩავკლათ საკუთარ თავში და შემდეგ დავიცავთ მეორე ქალს, მესამეს და ყველას ....

მე საკუთარი გავლილი მძიმე გზით და მაგალითით გეუბნები შენ ყოველო ქალბატონო, რომ მზად ვარ დაგიცვა, გადაგეფარო, შენთან ერთად ვიბრძოლო და მარტო არ დაგტოვო!
მხოლოდ ნუ შეუშინდები ამ მორალურ ტერორს, ტერორისტს ჩვენი ეშინია და ამიტომაც მიმართა ასე მდაბიო და ყველაზე ამაზრზენ ფორმას!

ამ ბოროტებას ჩვენი ეშინია და ჩვენ დავამარცხებთ მას ერთად ყოფნითა და სიმტკიცით!"

ბესელია facebook-ის საკუთარ გვერდზე პირადი ცხოვრების ამსახველ ჩანაწერებზე  განცხადებას ავრცელებს

კომენტარები

მსგავსი სიახლეები