1 6 : 5 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

2 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
გაგიმართლებთ კონკურსებსა და შეჯიბრებებში, აზარტულ თამაშებში. თუმცა, ნუ გარისკავთ, ოქროს შუალედი შეინარჩუნეთ. უმჯობესია, პროცესით მიიღოთ სიამოვნება, ვიდრე შედეგზე იყოთ ჩაციკლული. 

კურო
შეთანხმებულებივით, დღეს ყველა სტუმრად დაგპატიჟებთ. გაგიჭირდებათ არჩევანის გაკეთევა. ვის ესტუმროთ და ვის უარი უთხრათ ვიზიტზე. 

ტყუპი
სიტუაცია ისე განვითარდება, რომ ზოგიერთი ადამიანის ბედი თქვენი გადასაწყვეტი გახდება. შესაძლოა ნათესავებისა და მეგობრების დახმარებამ მოგიწიოთ. ეცადეთ, გონივრულად იმოქმედოთ, რათა შეცდომები არ დაუშვათ. 

კირჩხიბი
კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად. ეცადეთ, თანხა გონივრულად გადაანაწილოთ და მოერიდეთ ფულის ფლანგვას. 

ლომი
გაუგებრობის გამო კონფლიქტს ნუ წარმოქმნით. ეცადეთ, გაერკვიოთ სიტუაციაში და საკუთარი დასკვნები ისე გამოიტანოთ. 

ქალწული
უმჯობესია, ეს დღე განმარტოებით გაატაროთ. გაერკვეთ საკუთარ თავში, დაალაგოთ აზრები, ფიქრები. 

სასწორი
საქმეების გამო შეიძლება მგზავრობამ მოგიწიოთ, სადაც საინტერესო ადამიანთან შეხვედრა და თავგადასავალი გელით. 

მორიელი
დღეს მხიარულად ჩაივლის. დაგეგმილ საქმეებსაც ადვილად გაართმევთ თავს. ეცადეთ, ჩაერთოთ და ოჯახის წევრებიც ჩართოთ საერთო საქმიანობაში. 

მშვილდოსანი
კარგი დღეა ვაჭრობისთვის, ახალი ნივთების შესაძენად. გახსოვდეთ, იუმორის გრძნობა ნებისმიერი საკითხის მოგვარებაში დაგეხმარებათ. 

თხის რქა
საჭირო ინფორმაციას მიიღებთ, რაც მომავალში ფინანსური და პირადი საკითხების მოგვარებაში დაგეხმარებათ. 

მერწყული
დღეს საინტერესო ადამიანებთან მოგიწევთ შეხვედრა და ეცადეთ, საკუთარი ნიჭი და შესაძლებლობაც სათანადოდ წარმოაჩინოთ. 

თევზები
დღევანდელი საქმეები საკუთარ ძალებში დაგარწმუნებთ და თვითშეფასებას აგიმაღლებთ. კარგი დღეა მეგობრებთან შესახვედრად. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები