0 4 : 3 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

ამერიკული ტოკშოუ საქართველოს და ზაზა ფაჩულიას ბოდიშს უხდის

ამერიკულმა სპორტულმა ტოქშოუ Starters-მა  საქართველოსა და ზაზა ფაჩულიაზე ხუმრობის გამო ბოდიში მოიხადა.

მათ ერთერთ გადაცემაში All Star-ში საქართველოს ნაკრების კაპიტანისთვის ხმის მიცემაზე ისაუბრეს. წამყვანებმა გაკვირვება გამოხატეს იმის გამო, რომ ფაჩულიამ, რომელიც 13 წელია NBA-ს ცენტრია, აქამდე არასდროს ყოფილა ასე ახლოს All Star-თან. ქართველმა დემარკუს ქაზინს, დუაიტ ჰოვარდს და მის თანაგუნდელ დირკ ნოვიცკისაც კი გაუსწრო.

"ჩვენ არ გვინდა ზაზა All Star-ში დემარკუს ქაზინსზე წინ. ეს სიგიჟეა, ეს დემარკუს ქაზინსია, ლიგაში საუკეთესო. არ ვიცი, როგორ მოხვდა ფაჩულია მასზე წინ", - თქვა გადაცემის მსვლელობისას ერთერთმა წამყვანმა.

შემდეგ კი მათ აღნიშნეს, რომ ზაზას მხარს საქართველო უჭერს. "საერთოდ რამდენია საქართველოს მოსახლეობა?" - იხუმრეს წამყვანებმა.

ამ გადაცემას გულშემატკივრების აღშფოთება მოჰყვა, რის შემდეგაც Starters-ის წამყვანებმა ბოდიში მოიხადეს. მათ მაყურებელს NBA-ში ზაზა ფაჩულიას 5 საუკეთესო მომენტი შესთავაზეს. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს პრეზიდენტის, თავდაცვის მინისტრისა და რუსთავი 2-ის პროექტ ნიჭიერის მხარდაჭერა წამყვანების ხუმრობის ობიექტი კვლავ გახდა. 

http://rustavi2.com/ka/sport/36380

კომენტარები

მსგავსი სიახლეები