1 9 : 1 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

“საქართველოში მინდა!“- რუსული პორტალი საქართველოს ღირსშესანიშნაობებზე ალაპარაკდა

    “საქართველოში მინდა!“-ასეთი სათაურით გამოქვეყნდა სტატია ერთ-ერთ პოპულარულ  რუსულ პორტალზე.  როგორც სტატიაშია ნათქვამი, საქართველო პატარა  და საოცარი ქვეყანაა, სადაც  წლის ნებისმიერ დროს შეგიძლია დაისვენო. როგორც პორტალზე წერენ, საქართველოს ნოტიო და სუბტროპიკული კლიმატი დამსვენებელს აძლევს  საშუალებას  თავად აირჩიოს, წავიდეს ზღვაზე  თუ უბრალოდ, რამდენიმე საათში აღმოჩნდეს მთის მწვერვალზე, რომელიც მუდამ დათოვლილია.  ამას გარდა, სტატიაში აღნიშნულია, რომ საქართველოში ჯერ კიდევ არსებობს ეკლესიები, რომელიც  VI საუკუნეშია აშენებული..   ავტორს არ გამორჩენია არც ქართული სამზარეულო  და ტრადიციული ქართული კერძები, რომელიც მისივე თქმით,  მსოფლიომ აღიარა  ..

სტატიის  ბოლოს, ჟურნალისტი გირჩევთ, რომ აუცილებლად  ესტუმროთ  საქართველოს , რადგან აქ  სტუმართმოყვარე ხალხია და უკან დაბრუნება აუცილებლად მოგინდებათ .             აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ  პორტალზე  ხაზგასმით წერია, რომ  ისინი შეკვეთილ სტატიებს არ აქვეყნებენ..გარდა ამისა, სტატიას თანდართული აქვს საქარტველოს სხვადასხვა კუთხის ულამაზესი ფოტოები

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები