1 3 : 3 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ერთი წელი იაპონიაში მომხრადრი ტრაგედიიდან

ჩამოტვირთვა

იაპონიაში მომხდარი სტიქიური უბედურებიდან ერთი წელი გავიდა. ამასთან დაკავშირებით სხვადასხვა ღონისძიებაა დაგეგმილი იაპონიასა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში.ადგილობრივი დროით დაახლოებით 15:00 საათზე, ზუსტად იმ დროს, როდესაც ერთი წლის წინ პირველი ძლიერი მიწისქვეშა ბიძგი დაფიქსირდა, იაპონიაში წუთიერი დუმილი დაიწყება. დარეკს ყველა ზარი. იმ რეგიონებში, რომლებიც სტიქიამ ყველაზე მეტად დააზარალა, საყვირები ჩაირთვება. მოძრაობას შეწყვეტს ყველა სატრანსპორტო საშუალება. სამგლოვიარო ცერემონიაა დაგეგმილი ტოკიოს თეატრშიც. მასში მონაწილეობას იაპონიის იმპერატორიც მიიღებს. სამგლოვიარო ცერემონია გაიმართება მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში. 2011 წლის 11 მარტს იაპონიის ჩრდილო-აღმოსავლეთით 9 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. მიწისქვეშა ბიძგებმა ძლიერი ცუნამი გამოიწვია. სტიქიას 15 800 ადამიანი ემსხვერპლა, 3 000-ზე მეტი ამ დრომდე დაკარგულად ითვლება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები