1 2 : 3 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

სირიაში მყოფი ჟურნალისტები შველას ითხოვენ

ჩამოტვირთვა

ამ კადრებში კარგად ჩანს თუ რა მდგომარეობაში არიან სირიაში დაბომბვის დროს დაზარალებული ევროპელი ჟურნალისტები. ფრანგი ჟურნალისტი ედიტ ბუვიე და ბრიტანელი რეპორტიორი უილიამ დენიელსი შველას ითხოვენ. ჟურნალისტები ქალაქ ჰომსში დაბომბვის შედეგად დაშავდნენ. ისინი ამ დროისთვის ადგილობრივ საავადმყოფოში არიან გადაყვანილი და დახმარებას ითხოვენ. ჟურნალისტები ამბობენ რომ კლინიკაში არასაკმარისი პირობებია იმისთვის რომ ოპერაცია გაუკეთონ, ასევე არ არის საკმარისი მედიკამაენტების მარაგი. „ სირიის მეგობრები“ სწორედ ამ სახელწოდების შეხვედრა გაიმართება დღეს ტუნისში , სადაც ქვეყნისთვის ჰუმანიტარული დახმარების გაწევის საკითხზე იმსჯელებენ. ტუნისში დასავლეთის ქვეყნებისა და არაბული ლიგის წარმომადგენლები დღეს შეიკრიბებიან, თუმცა შეხვედრას არ დაესწრებიან რუსეთი და ჩინეთი- მათ მოლაპარაკებებში მონაწილეობაზე უარი განაცხადეს. მხარეები სირიის ხელისუფლებას ჰუმანიტარული დერეფნის გახნისა და ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდებენ. გაერომ და არაბულმა ლიგამ სირიაში კრიზისული სიტუაციის მოსაგვარებლად გაეროს ყოფილი გენერალური მდივანი კოფი ანანი დანიშნეს. სირიაში ინტენსიური დაბომბვებისა და შეტაკებების შედეგად მარტო მიმდინარე კვირაში 4 უცხოელი ჟურნალისტი დაიღუპა. თუმცა ჟურნალისტების დაშავებასთან დაკავშირებით ჯერ-ჯერობით ოფიციალური კომენტარი არც ბრიტანულ და არც ფრაგულ მხარს არ გაუკეთებია. ჟურნალისტების მდგომარეობასა და სირიაში არსებულ დაძაბულობას დიდი ბრიტანეთში ვიზიტით მყოფი ჰილარი კლინტონი გამოეხმაურა. მედია გაერთიანება „რეპორტიორები საზღვრებს გარეშეს“ წარომადგენლები ამბობენ, რომ შენობა სირიელებმა განზრახ ამოიღეს მიზანში, რადგან იცოდნენ რომ სწორედ იქ იყო ერთ-ერთი მედია ცენტრი. სირიის მთავრობა კი აცხადებს, რომ ისინი ტერორისტებს ებრძვიან და არა მშვიდობიან მოსახლეობას. ასადის რეჟიმი ჟურნალისტებზე თავდასხმის ფაქტებს უარყოფს. სირიაში ამ დრომდე გრძელდება სისხლიანი დაპირისპირება და მშვიდობიანი მოქალაქეების დაბომბვა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები