1 2 : 2 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ირანმა ფართომასშტაბიანი სამხედრო წვრთნები დაიწყო

ჩამოტვირთვა

ირანმა ფართომასშტაბიანი სამხედრო წვრთნები დაიწყო. ქვეყნის სამთავრობო ტელევიზიის ცნობით, წვრთნები 4 დღის განმავლობაში გაგრძელდება და მისი მიზანია , ქვეყნის მნიშვნელოვანი ობიექტების ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის გაძლიერება. უპირველეს ყოვლისა, ეს ირანის ბირთვულ ობიექტებს ეხება. წვრთნების პერიოდში გამოყენებული იქნება სხვადასხვა სახის სარაკეტო სისტემები, რადარები და თვითმფრინავები. დასავლეთის მხრიდან სანქციების დაწესების საპასუხოდ, ირანმა ბრიტანულ და ფრანგულ კომპანიებს ნავთობის მიწოდება შეუწყვიტა. საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ამ ინფორმაციას არ ადასტურებს. ალენ ჟიუპეს განცხადებით, კომპანიები ირანისგან ნავთობს თავიანთი ინიციატივით აღარ ყიდულობენ.  "საფრანგეთისთვის ირანისგან მოწოდებული ნავთობის მოცულობა უმნიშვნელოა. ირანის მხრიდან ნავთობის შეწყვეტის ფაქტი სასაცილოა. ირანის ნავთობის იმპორტზე ემბარგო ევროკავშირის გადაწყვეტილებაა და არა თეირანის" აშშ და დასავლეთის მთელი რიგი ქვეყნები ირანს ბირთვული იარაღის შექმნის მცდელობაში ადანაშაულებენ. თეირანი კი ბრალდებას უარყოფს და ირწმუნება, რომ ბირთვული პროგრამა სამშვიდობო ხასიათისაა.  როგორც ირანის „რევოლუციის გუშაგთა“ გვარდიის მეთაურის მოადგილემ გენერალმა ჰუსეინ სალემიმ განაცხადა, წვრთნები სამშვიდობო მიზანს ემსახურება და საფრთხეს არ წარმოადგენს : „წვრთნის მთავარ მიზანს სპარსეთის ყურესა და ორმუზის სრუტეში, ენერგიის მოპოვებისა და გლობალური ეკონომიკის ამ ერთ-ერთი მთავარი მამოძრავებლების უშიშროების გარანტირებას ისახვს მიზნად“. თებერვალში ჰორმუზის სრუტეში კიდევ ერთი სამხედრო წვრთნის ჩატარების თაობაზე განცხადება ირანის რევოლუციური გვარდიის სამხდრო-საზღვაო ფლოტის მეთაურმა რამდენიმე კვირის წინ გააკეთა. როგორც ირანის ადმირალმა ალ ფადავმა აღნიშნა, ახალი წვრთნები განსხვავებული იქნება წინა სამხედრო მანევრებისგან. შეგახსენებთ, რომ ირანმა 2 იანვარს დაასრულა 10-დღიანი სამხედრო წვრთნა ჰორმუზის სრუტეში. წვრთნა დაემთხვა ირანის წინააღმდეგ საერთაშორისო სანქციების გამოცხადებას, რაც ქვეყნის ნავთობის ექსპორტის შეზღუდვას ისახავს მიზნად. თავის მხრივ, ირანის ხელისუფლებამ სანქციების შემთხვევაში ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვის პირობა დადო, თუმცა ბოლო მომენტში მუქარა შეასუსტა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები