1 4 : 4 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ფიჯიმ, შესაძლოა, აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიაროს

ჩამოტვირთვა

ფიჯის მიერ აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის შესაძლო აღიარების შესახებ მოსკოვი კომენტარს არ აკეთებს. ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ფიჯიმ შესაძლოა, საქართველოს ოკუპირებული ორი რეგიონი დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიაროს, ავსტრალიურ პრესაში გავრცელდა. ამასთან დაკავშირებით, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ალექსანდრე ლუკაშევიჩმა განაცხადა, რომ ამ საკითხზე კომენტარს არ გააკეთებს. მან ასევე არ განმარტა, არის თუ არა დაკავშირებული ამ თემასთან რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის დაგეგმილი ვიზიტი ფიჯიზე. ლუკაშევიჩმა მხოლოდ ის განაცხადა, რომ ფიჯის კუნძულებზე ძლიერი წვიმების მიუხედავად, ლავროვის ვიზიტი არ გადაიდება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები