1 4 : 4 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ლიბიაში კადაფის გამოსახულებიან ბანკნოტებს ბრუნვიდან იღებენ

ჩამოტვირთვა

ლიბიაში ეროვნული ვალუტის ბანკნოტები იცვლება. უცხოური საინფორმაციო საშუალებების ცნობით, ბრუნვიდან პირველ რიგში იმ ბანკნოტებს ამოიღებენ, რომელზეც მუამარ კადაფია გამოსახული. ლიბიის ცენტრალური ბანკის წარმომდგენელთა ინფორმაციით, ბანკნოტების შეცვლის ერთ-ერთი მიზეზი ის არის, რომ მოსახლეობას მუამარ კადაფის გამოსახულებიანი ფული დიქტატორის მმართველობის პერიოდს აგონებს. ბრუნვიდან ამოღებული იქნება 50 დინარის ნომინალის კუპიურები, რომელზეც კადაფი მზის სათვალითა და ბედუინების თავსაფარითაა გამოსახული. მიმდინარე წლის 15 მარტიდან 50 დინარიანი კუპიურების გადაცვლა სხვა კუპიურებზე იქნება შესაძლებელი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები