1 6 : 2 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

სკანდალი სილიკონის ირგვლივ - შესაძლოა, ათასობით ქალი კიბოთი დაავადდეს

ჩამოტვირთვა

PIP-ს სილიკონის ადამიანის ორგანიზმში ტრანსპლანტირება დაუშვებელი იყო. სამედიცინო სკანდალის აგორების შემდეგ ჩატარებული კვლევებით დადგინდა, რომ პიაიპის სილიკონი სამშენებლო საქმიანობისთვს განკუთვნილ ნივთიერებებს შეიცავს. შეგახსენებტ რომ პიაიპის მწარმოებელი კომპანიის მფლობელს ამჟამად ინტრპოლი ეძებს. კვლევის შედეგებმა შოკში ჩააგდო ის ქალბატონები, რომლებმაც მკერდის ფორმა პიაიპის სილიკონით შეისწორეს. პიაიპის სილიკონებმა სხვადასხვა ეროვნების 300 ათასზე მეტი ქალბატონის ჯანმრთელობას შეუქმნა საფრთხე, უცხოური მედიის ცნობით, ყველა მათგანისთვის ოპერაციის გაკეთება 60 მილიონი ევრო დაჯდება. მიუხედავად იმისა რომ პიაიპის სილიკონის მავნებლობა კვლევებით დადგინდა, ევროპული სახლმწიფოები დაზარალებული ქალბატონებისთვის სერიოზული ფინანსური დახმარების გაწევას არ აპირებენ. იმ შემთხვევაში თუ მომწამლავი სილიკონი ქალის ორგანიზმში კიბოს განვითარებას გამოიწვევს, საფრანგეთისა და ვენესუელის ხელისუფლება ოპერაციის ხარჯებს თავად დაფარავს. იტალია და ბელგია აღნიშნულ ოპერაციას მხოლოდ იმ შემთხვევაში დააფინანსებს თუ სილიკონის მავნებლობა სამედიცინო ცნობით იქნება დადასტურებული. გერმანია, ესპანეთი ჩეხეთი დ დიდი ბრიტანეთი კი დაზარალებული მოქალაქეების დახმარებას არ აპირებს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები