1 6 : 4 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

მარგარეტ ტეტჩერი მერილ სტრიპით უკმაყოფილოა

ჩამოტვირთვა

ინგლისის კინემატოგრაფიის ინსტუტუტში რკინის ლედის ევროპული პრემიერა გაიმართა. ბრიტანეთის ექსპრემიერის მარგარეტ ტეჩერის ცხოვრებასა და კარიერაზე გადაღებულმა ფილმმა კინოკრიტიკოსების პოზიტიური შეფასება დაიმსახურა, თუმცა თავად ტეჩერი და მისი ოჯახის წევრები კრიტიკოსების აზრს არ იზიარებენ. ბრიტანული მედიის ცნობით 86 წლის მარგარეტ ტეჩერი მიიჩნევს რომ მისი როლის შემსრულებელმა მერილ სტრიპმა პერსონაჟის რეალური ხასიათის ასახვა ვერ მოახერხა. ექპრემიერი იმ ფაქტმაც გაანაწყენა, რომ მისი წარმატებული კარიერა შოუ ბიზნესის წარმომადგენლებმა გართობის საგნად აქციეს. თავად მერილ სტრიპი კი აცხადებს რომ მისი მიზანი პერსონაჟის ადამიანური მხარეების წარმოჩენა გახლდათ და მარგარეტ ტეჩერის განსახიერება მისთვის დიდი პასუხისმგებლობა იყო.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები