1 6 : 3 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ამერიკელი მეცნიერების შექმნილი პრეპარატი ჯარისკაცს შიშის გრძნობას დააკარგინებს

ჩამოტვირთვა

მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები უკვე წლებია, სხვადასხვა სახის რობოტიზირებული სამხედრო ტექნიკის შექმნაზე მუშაობენ და მათ დანერგვას არმიებში ცდილობენ. ზოგიერთი მათგანი მართლაც რომ უნიკალური შესაძლებლობებით გამოირჩევა და ადრე თუ გვიან, ბრძოლის ველზე ჯარისკაცებს რეალურ დახმარებას გაუწევენ. მაგრამ იქამდე ჯერ კიდევ შორია. ამიტომაც პენტაგონი ამჟამად სამხედრო სამედიცინო მედიკამეტოზური ტექნოლოგიების განვითარებაზე მუშაობს. მათი გამოყენებით რიგითი ჯარისკაცი შიშისა და დაღლილობის გრძნობის გარეშე მეთაურის, უკლებლივ, ყველა ბრძანებას შეასრულებს. გავლენიანი ამერიკული გამოცემა Wired-ის მტკიცებით, ყოველწლიურად, აშშ-ის თავდაცვის უწყების ბიუჯეტიდან სამხედრო სამედიცინო პრეპარატების შესაქმნელად, სამეცნიერო-კვლევით ორგანიზაციებს 11 მლნ დოლარს ურიცხავენ. პენტაგონი ამ სფეროში მიმდინარე სამუშაოებს საიდუმლოდ ინახავს. სამხედრო მოსამსახურე, რომელსაც ჯანმრთელობის მსგავსი პრობლემები აწუხებს, შესაბამისი პრეპარატის მიღების შემდეგ, მძიმე სიტუაციებში განმეორებით მოხვედრისას შიშის გრძნობას დაკარგავს. მსოფლიოს სხვადასხვა ცხელ წერტილებში მყოფ ჯარისკაცებს, სხვადასხვა სახის ანტიდეპრესანტებსა და ტკივილგამაყუჩებელ საშუალებებს აძლევენ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჯარისკაცების უმეტესობა დასვენებისა და რეაბილიტაციის გარეშე, "ცხელ წერტილებში" 2-3 თვეზე მეტხანს ვერ გაძლებდა. უახლოეს მომავალში ამ საშუალებებს სამხედრო დანიშნულების სამხედრო პრეპარატების ახალი თაობა ჩაენაცვლება, რომლებსაც პირობითად ნარკოტიკების ჯგუფს მიაკუთვნებენ. მაგრამ მარიხუანას და ექსტაზისგან განსხავებით, ამ "ნარკოტიკულ საშუალებებს" ადამიანი ეიფორიის მდგომარეობაში კი არ მოჰყავს, არამედ მას უშიშარს ხდის.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები