1 6 : 4 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ნიკოლა სარკოზი სკანდალში გაეხვა

ჩამოტვირთვა

საფრანგეთის პრეზიდენტის ნიკოლა სარკოზის ირგვლივ ახალი სკანდალი აგორდა. გაზეთმა "ლიბერასიონმა" პრეზიდენტი საფინანსო აფიორულ ორგანიზაციასთან კავშირში დაადანაშაულა. გამოცემამ ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლის დაკითხვის შიფრი მოიპოვა, სადაც ძალოვანი უწყების ყოფილი თანამშრომელი ყვება, რომ ჯერ კიდევ 1994 წელს სარკოზიმ, რომელიც მაშინ ფინანსთა მინისტრი იყო, ორი ფირმის შექმნას დაუჭირა მხარი, რომელთა ანგარიშებზე ლუქსემბურგში ე.წ. "ოტკატები" ირიცხებოდა იმ კონტრაქტებიდან, რომლებიც პაკისტანთან წყალქვეშა გემების გაყიდვიდან შემოდიოდა. "როიტერის" ცნობით, აღნიშნულმა ფირმებმა ორი წლის განმავლობაში 185 მილიონი ფრანკი მიიღეს. გამოძიება არ გამორიცხავს, რომ აღნიშნული თანხები იმდროინდელი მთავრობის მეთაურის ედუარდ ბალადიურას საარჩევნო კამპანიას ხმარდებოდა, რომლის ოფიციალური წარმომადგენელი სწორედ ნიკოლა სარკოზი იყო.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები