1 6 : 3 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ამერიკელმა სიგარეტში 24 კვადრილიონი გადაიხადა

ჩამოტვირთვა

ნიუ-ჰემპშირის მცხოვრებმა ჯოშ მუშინსკიმ სიგარეტში კოლოსალური თანხა გადაიხადა. მამაკაცმა სიგარეტი ადგილობრივ ბენზინ-გასამართ სადგურზე, ჩვეულებრივ მაღაზიაში, საკრედიტო ბარათით შეიძინა. რამდენიმე საათის შემდეგ, როდესაც საბანკო ანგარიში შეამოწმა, ჯოში ცუდად გახდა. აღმოჩნდა, რომ მის ბარათზე 24 კვადრილიონამდე დავალიანება ირიცხებოდა. ეს თანხა 2000-ჯერ აღემატება ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწფო დავალიანებებს. "ვიფიქრე, რომ ვიღაცამ მთელი ევროპა იყიდა და ფული ჩემი ბარათით გადაიხადა", - განაცხადა მუშინსკიმ. ჯოში სასწრაფოდ დაბრუნდა ბენზინგასამართ სადგურზე, მაგრამ მაღაზიაში მას დახმარება ვერ გაუწიეს. შემდეგ 3 საათის განმავლობაში უხსნიდა ამერიკის ბანკს, რომ სიგარეტი ძალიან იაფად შეიძინა. საბოლოოდ ბანკმა ჯოშის არგუმენტები მიიღო და შეცდომა გამოასწორა, თუმცა ამ შეცდომის მიზეზი მუშინსკისთვის არავის აუხსნია.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები