1 6 : 2 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ბრაზილიაში ორთავიანი ბავშვი დაიბადა

ჩამოტვირთვა

ბრაზილიელმა ქალმა ორთავიანი ბავშვი გააჩინა. ახალშობილს ერთი გული აქვს და მისი შინაგანი ორგანოების ფუნქციონირებაც გამართულია. ექიმების განმარტებით, ჩვილი ჯანმრთელია და მისი ორივე თავი ნორმალურად განვითარდება. 25 წლის დედას ორსულობის პერიოდში ულტრაბგერითი გამოკვლევა არ ჩაუტარებია და ორთავიანი ნაყოფის შესახებ მხოლოდ მშობიარობამდე რამდენიმე წუთით ადრე გაიგო. როგორც საავადმყოფოს მთავარი ექიმი ამბობს, ქალს სამშობიარო სახლში მისვლისთანავე გაუკეთეს ექოსკოპია და ემბრიონის ანომალიური მდგომარეობის შესახებ მხოლოდ მაშინ შეიტყვეს. სამედიცინო პერსონალი შიშობდა, რომ მშობიარობა საფრთხეში ჩააგდებდა როგორც დედას, ასევე შვილსაც. ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა და ექიმების გასაოცრად, ჯანმრთელი ბავშვი დაიბადა. ოჯახს კიდევ სამი შვილი ყავს. მიუხედავად იმისა, რომ ახალშობილი ორი თავით დაიბადა, მისი ოჯახი ახალი წევრის შეძენამ მაინც ძალიან გაახარა. ბრაზილიაში, მიმდინარე წელს, ორთავიანი ბავშვი უკვე მეორედ დაიბადა, თუმცა პირველი შემთხვევა ლეტალურად დასრულდა. ერთერთ თავზე ახალშობილს ჟანგბადის მცირე რაოდენობა მიეწოდებოდა, რამაც ჩვილის სიკვდილი გამოიწვია.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები