1 6 : 2 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

აშშ-ს რუსეთში ახალი ელჩი ყავს

ჩამოტვირთვა

აშშ-ს სენატმა მაიკლ მაკფოლი რუსეთში ელჩის თანამდებობაზე დაამტკიცა. სენატორებმა გადაწყვეტილება ერთხმად მიიღეს. რუსეთში აშშ-ს ელჩად მაკფოლის კანდიდატურას ვაშინგტონში გასულ თვეში ორჯერ უყარეს კენჭი. მაკფოლის ახალ პოსტზე დანიშვნას "რესპუბლიკელები" ეწინააღმდეგებოდნენ. ისინი ვარაუდობენ, რომ შესაძლოა მაკფოლმა რუსეთს ამერიკის რაკეტსაწინააღმდეგო სისტემების შესახებ, მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიაწოდოს. მაიკლ მაკფოლი მოსკოვთან "გადატვირთვის" პოლიტიკის ერთ-ერთ ინიციატორად ითვლება. რუსეთში ელჩის პოსტზე მაკფოლი თავად შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ დაასახელა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები