1 6 : 3 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ჰააგამ შესაძლოა, კადაფის მკვლელობა სამხედრო დანაშაულად აღიაროს

ჩამოტვირთვა

ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ შესაძლოა, ლიბიის ლიდერის მუარამ კადაფის მკვლელობა სამხედრო დანაშაულად აღიაროს. ამის შესახებ უცხოური საინფორმაციო საშუალებები იტყობინებიან. სასამართლოს პროკურორის ლუის-მორენო ოკამპოს განცხადებით, არსებობს სერიოზული მტკიცებულებები, რომ კადაფის სიკვდილი სამხედრო დანაშაულია. "კადაფის სიკვდილი ერთ-ერთი იმ საკითხთაგანია, რომელიც უნდა გაირკვეს, რადგან სერიოზული ეჭვია, რომ საქმე სამხედრო დანაშაულთან გვაქვს", - აღნიშნა ოკამპომ. მისივე თქმით, ლიბიის ნაციონალური გარდამავალი საბჭოს მეთაურს უკვე გაუგზავნა წერილი, რომელშიც ახალი ხელისუფლების მხრიდან სამხედრო დანაშაულებების გამოძიების საკითხით ინტერესდება, მათ შორის არის ამბოხებულების მხრიდან ჩადენილი დანაშაულებებიც. ლუის-მორენო ოკამპო იმედოვნებს, რომ ლიბიის ახალი ხელისუფლება წერილს 10 დღეში უპასუხებს. მუამარ კადაფი მშობლიურ ქალაქ სირტეში 2011 წლის ოქტომბერში ამბოხებულებმა წამებით მოკლეს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები