1 6 : 4 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

იტალიაში დაკავებული ქართველების სასამართლო პროცესის თარიღი დღეს გაირკვევა

ტყვეობის მერვე დღე იტალიის ციხეში. დღეს საბოლოოდ გაირკვევა, როდის გაიმართება 11 ქართველის სასამართლო. ძარცვის ბრალდებით დაკავებულთაგან სამი ქალია. 11-კაციანი ჯგუფი მილანში, ემპოლსა და ფლორენციაში სპეცოპერაციისას აიყვანეს. სპეცოპერაცია ექვსი საათის განმავლობაში ერთმანეთის პარალელურად მიმდინარეობდა. საქართველოს მოქალაქეები, საცხოვრებელი სახლების ორგანიზებულ ძარცვაში არიან ეჭვმიტანილები. გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულები, იტალიაში ოჯახებში ე.წ. დამხმარეებად მომუშავე საქართველოს სხვა მოქალაქეებთან თანამშრომლობდნენ და მათი დახმარებით მდიდარ ოჯახებს ქურდავდნენ. დამატებითი დეტალები გამოძიების დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები