1 6 : 4 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

მოსკოვში ოპოზიციის მიტინგზე ათასობით ადამიანი მივიდა

ჩამოტვირთვა

მოსკოვში ოპოზიციის სანქცირებულ მიტინგზე ათასობით ადამიანი მივიდა. რუსული მედიის ცნობით, 14:00 საათისთვის დაანონსებული მანიფესტაცია ოდნავ მოგვიანებით დაიწყო. ეს გადაწყვეტილება აქციის ორგანიზატორებმა მიიღეს, რომელთაც, სურთ რომ რევოლუციის მოედანზე შეკრებილებმა "ბალოტნის" მოედანზე მისვლა შეძლონ. ადგილზე უკვე ათასობით ადამიანია შეკრებილი. საპროტესტო აქციები, დღეს, მოსკოვის გარდა, რუსეთის სხვა ქალაქებშიც გაიმართა. როგორც რუსული მედია იუწყება, დემონსტრაციები მასშტაბურობით არ გამოირჩეოდა, თუმცა აქციის 25- მდე მონაწილე დღესაც დააკავეს. ქუჩაში შეკრებილები რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ, რომლის მიხედვითაც არჩევნებში "ედინაია რასიამ" გაიმარჯვა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები