1 1 : 4 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

,,ბავშვს სხეულზე 20-მდე დაზიანება დანით მიაყენა"- ძმის შვილის მკვლელობაში ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა

რუსთავის საქალაქო სასამართლომ 13 წლის ძმის შვილის მკვლელობაში ბრალდებულ მამაკაცს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

"დადგენილია, რომ ბრალდებულმა განსაკუთრებული სისასტიკით, საოჯახო დანის გამოყენებით არასრულწლოვანს სხეულზე 20- მდე დაზიანება მიაყენა, რის შედეგადაც არასრულწლოვანი გარდაიცვალა.

პროკურატურის პოზიციაა, რომ ბრალდებულის მიმართ გამოყენებული იყოს პატიმრობა. რაც შეეხება მოსაზრებას, რომ ბრალდებული დანაშაულის ჩადენისას იყო შეურაცხად მდგომარეობაში, ამასთან დაინიშნა სტაციონარულ ფსიქიატრიული ექსპერტიზა, რომელიც განსაზღვრავს მოქმედებდა თუ არა ბრალდებული დანაშაულის ჩადენისას შეურაცხად მდგომარეობაში.

ექსპერტიზის დასკვნა იქნება განმსაზღვრელი მოხდება თუ არა ბრალდებულის სისხლის სამართლის წესით გასამართლება თუ დაენიშნება იძულებითი მკურნალობა",-  განაცხადა პროკურორმა ლევან ჯალაღონიამ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები