„თეგეტა ჰოლდინგმა“, „თიბისი კაპიტალის“ მხარდაჭერით...
· გამოცხადებული 10 მილიონი ლარის ემისიის ტრანშის ფარგლებში „თეგეტას“ 24 ინვესტორი ჰყავს. · &nbs...
|
ზამთრის დადგომასთან ერთად, ავტომობილი განსაკუთრებულ ყურადღებას და ცივი სეზონისთვის მომზადებას საჭიროებს. ამინდის გაუარესება ავტოსაგზაო შემთხვევების რისკს ზრდის და ამიტომ ავტომობილის ყველა დეტალი შემოწმებას და ზამთრისთვის შესაბამისი პროდუქტებით აღჭურვას მოითხოვს. სწორედ ამ საკითხს ეხმიანება „თეგეტა მოტორსის“ ახალი პრინტ სერია „იმგზავრე ჩავარდნების გარეშე“ რომელიც, ტრადიციულად მომხმარებლებს ზამთრის პერიოდში ავტომობილის გამართვისა და განსაკუთრებული სიფრთხილისკენ მოუწოდებს.
კრეატიული პრინტ სერიის ფარგლებში შექმნილ ვიზუალებზე სეზონური პროდუქტებია გამოსახული და იმ გამოუვალ სიტუაციაში ჩავარდნაზე მიგვანიშნებს, რომელსაც გაუმართავი ავტომობილით გადაადგილებისას ვაწყდებით. მძღოლებისთვის არსებული რისკების შესახსენებლად, „თეგეტა მოტორსმა“ ბანერები სოციალურ ქსელში განათავსა.
ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დეტალი, რომელზეც ზამთრის დადგომისთანავე უნდა ვიზრუნოთ, საბურავია. ის ავტომობილის აგებულების ერთ-ერთი ნაწილია, რომელიც სეზონურობით გამოირჩევა. საბურავების შერჩევა და შეცვლა სეზონების მიხედვით, უსაფრთხო და კომფორტული გადაადგილების წინაპირობაა.
ცივი კლიმატისთვის შეუსაბამო საბურავი მოჭიდების უნარს კარგავს და სამუხრუჭე მანძილის გაზრდას იწვევს. ზამთრის საბურავები კი დაბალ ტემპერატურასა და თოვლიან ზედაპირზე დამუხრუჭების მანძილს ამცირებს და დანიშნულების ადგილზე უსიამოვნო თავგადასავლების გარეშე მისვლის შესაძლებლობაც გექნებათ.
ჩვენს რეგიონში საკმაოდ პოპულარულია ე.წ. ყველა სეზონის საბურავი. მომხმარებლები ფიქრობენ, რომ ცალ-ცალკე ზამთრისა და ზაფხულის საბურავების შეძენის ნაცვლად, ყველა სეზონის საბურავის შეძენა ეკონომიურია. რეალურად კი, საბურავის სეზონური ცვლილება მის ნაკლებ ცვეთას იწვევს და სწორედ ამაში გამოიხატება მისი ეკონომიურობა. გარდა ფინანსური სარგებლისა, სხვადასხვა სეზონისა თუ გზის რელიეფისთვის საბურავის სეზონურად ცვლა უსაფრთხოებისთვის უმნიშვნელოვანესია.
არსებობს აზრთა სხვადასხვაობა იმის შესახებ, თუ როდის უნდა შეიცვალოს საბურავები. უნდა აღინიშნოს, რომ მთავარი ფაქტორი არის ტემპერატურის კლება. როდესაც ჰაერის ტემპერატურა 7 გრადუსს ჩამოსცდება, ეს უკვე საკმარისი მიზეზია იმისათვის, რომ არასეზონური საბურავები ზამთრის საბურავებით ჩაანაცვლოთ.
ცივი სეზონისთვის ავტომობილის მოსამზადებლად „თეგეტა მოტორსის“ ფილიალებში სპეციალური შეთავაზებები მოქმედებს.
--
თეგეტა მოტორსის შესახებ: თეგეტა ჰოლდინგში შემავალი კომპანია „თეგეტა მოტორსი“ 1995 წლიდან ოპერირებს ბაზარზე მსუბუქი, სატვირთო და სპეციალური დანიშნულების სერვისის მიმართულებით. ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია მომხმარებელს ავტომომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს, როგორც მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების, ისე ავტობუსებისა და მიკროავტობუსების, ასევე სპეციალური დანიშნულების ტექნიკის მიმართულებით. კომპანიას მთელი ქვეყნის მასშტაბით 28 ფილიალი აქვს, რომლებიც 500 000-მდე საცალო და 35 000-მდე კორპორაციულ მომხმარებელს ემსახურება. „თეგეტა მოტორსი“ 300-მდე მსოფლიო ბრენდის წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის არის Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst და სხვა.
· გამოცხადებული 10 მილიონი ლარის ემისიის ტრანშის ფარგლებში „თეგეტას“ 24 ინვესტორი ჰყავს. · &nbs...
Challenge Accepted (გამოწვევა მიღებულია) - ეს არის „TBC x USAID ტექნოლოგიური განათლებისთვის“ პროექტის ფარგლებში ორგანიზებული ჰაკათონის, TechXplore-ის, მთავარი სლოგანი, რომლის ერთ-ერთი პარ...
მოდი სტადიონზე და ერთად ვუგულშემატკივროთ ბოჯღალოსნებს მსოფლიო რაგბის ივლისის ტესტების სერიის პირველ თამაშზე. საქართველო ფიჯის თამაში 5 ივლისს, 20:00 საათზე ბათუმის „აჭარაბეთ არენაზე” გაიმ...
„თეგეტა ქარსმა“ ავტოინდუსტრიის გიგანტის Geely Holding-ის ინოვაციური და მაღალტექნოლოგიური საავტომობილო ბრენდი, ZEEKR, ქართველ მომხმარებელს ოფიციალურად წარუდგინა. ახალი საავტომობილო ბრენდის...
თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციური სივრცე, 13 ივლისის ჩათვლით, კოკა რამიშვილის გამოფენას სახელწოდებით „პლატფორმა მოვლენისთვის” მასპინძლობს. გამოფენის ფარგლებში, საშუალება გაქვთ დაესწროთ ხელო...
ყველაზე ტიტულიანი ქართველი ავტომრბოლელი და ევროპის ჩემპიონი TCR-ის მიმართულებით, დათა ქაჯაია ახლა უკვე პირველი ქართველია, რომელმაც GT OPEN CUP-ზე ფერარის მარკის ავტომობილით იასპარეზა. 700-ცხენისძალია...
საერთაშორისო ფინანსურმა ჟურნალმა - Global Finance, თიბისი, ზედიზედ მესამედ, სახაზინო პროდუქტებისა და ნაღდი ფულის მართვის მიმართულებით, საქართველოში საუკეთესო ბანკად დაასახელა. თიბისიმ აღიარება შემდე...
ივლისი 2024 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები