0 2 : 1 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მთავარი თემა

მარიხუანას მოხმარება მოექცევა მკაცრ სამართლებრივ ჩარჩოებში - შსს განცხადებას ავრცელებს

მარიხუანას მოხმარება მოექცევა მკაცრ სამართლებრივ ჩარჩოებში - ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. უწყება მარიხუანას მოხმარებასთან დაკავშირებით განმარტებებს აკეთებს. 

განცხადებაში საუბარია იმ ადგილებზე, სადაც მარიხუანას მოხმარება დაუშვებელია, მათ შორის არის საჯარო სივრცე. ასევე აკრძალულია კანაფის მოხმარება არასრულწლოვნის თანდასწრებით, სკოლების სიახლოვეს, ისეთ ადგილებში, სადაც შეზღუდვა მიზნად ისახავს არასრულწლოვნების მავნე ზეგავლენისაგან დაცვას და ა.შ. უწყებამ შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები მოამზადა, რომელსაც პარლამენტს წარუდგენს. 

"საკონსტიტუციო სასამართლომ შექმნა სრულიად ახალი სამართლებრივი რეალობა - პირად სივრცეში მარიხუანას მოხმარებისთვის არამხოლოდ სისხლისსამართლებრივი, არამედ ადმინისტრაციული სანქციაც მიიჩნია არაკონსტიტუციურად. ამასთან, სასამართლომ დაუშვა მისი მოხმარების აკრძალვა საჯარო სივრცეში, არასრულწლოვნის თანდასწრებით, სკოლების სიახლოვეს, ისეთ ადგილებში, სადაც შეზღუდვა მიზნად ისახავს არასრულწლოვნების მავნე ზეგავლენისაგან დაცვას და ა.შ.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მარიხუანას მოხმარების მავნე ზეგავლენისგან საზოგადოების (განსაკუთრებით მოზარდების) დასაცავად, მარიხუანას უკანონო ბრუნვის რისკების თავიდან ასაცილებლად, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, მოამზადა საკანონმდებლო ცვლილებები, რომელსაც მთავრობას უახლოეს სხდომაზე წარუდგენს. ამ მიზნით, კანონპროექტის მიხედვით, მარიხუანას მოხმარება მოექცევა მკაცრ სამართლებრივ ჩარჩოებში. კერძოდ, სანქციის პროპორციულობის კონსტიტუციური პრინციპის გათვალისწინებით, დაისჯება მარიხუანის მოხმარება: საზოგადოებრივი თავშეყრის ნებისმიერ ადგილას; ყველა სახის საზოგადოებრივ ტრანსპორტში; არასრულწლოვნის თანდასწრებით; სასწავლო-საგანმანათლებლო დაწესებულების, 18 წლამდე ასაკის პირებისთვის განკუთვნილი სხვა დაწესებულების შენობა-ნაგებობებში და მათ საკუთრებაში არსებულ ტერიტორიებზე; არასრულწლოვნებისთვის განკუთვნილ საზოგადოებრივ შეკრებებზე ან მათ მიმდებარე ტერიტორიაზე განსაზღვრულ რადიუსში; სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას გარკვეული პროფესიის ადამიანებისთვის,"-ნათქვამია შსს-ს განცხადებაში. 


კომენტარები

მსგავსი სიახლეები