2 2 : 1 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ანდროგენი მოდელი ჯან პოლ გოტიეს მუზა

ჩამოტვირთვა

ანდროგენი მოდელი, ანდრეი პეჟიჩი, სწორედ ჟან პოლ გოტიემ გახადა მოდის სამყაროს ნამდვილი ვარსკვლავი, როდესაც დიზაინერმა იგი როგორც ქალის, ასევე მამაკაცის კოლექციის ჩვენებებში მონაწილეობისთვის მიიწვია. პეჟიჩი პოდიუმზე ჟან პოლის საპატარძლო კაბითაც კი გამოსულა. ფრანგმა კუტურიემ, რომელსაც მიმდინარე წელს 60 წელი უსრულდება, კვლავ გადაწყვიტა ანდრეისთან თანამშრომლობა და ამჯერად პეჟიჩი მამაკაცის სუნამოს Kokorico-ს სახე გახდა. გოტიემ საკუთარი არჩევანი იმით ახსნა, რომ სერბი მოდელი უნიკალურია, რადგანაც მას მამაკაცის, ქალისა და ჰომოსექსუალური საწყისი გააჩნია. დიზაინერი ამბობს, რომ ამ ახალგაზრდა სერბ მამაკაცს, რომელიც ამჟამად ავსტრალიაში ცხოვრობს, აქვს უნარი, თანამედროვე მოდაზე წარმოდგენა სრულიად შეცვალოს. მოდის ინდუსტრიაში გადატრიალება აშკარაა. პეჟიჩი ქალის საცვლებს უკეთებს რეკლამას, რასაც გოგონებზე არანაკლებ ეფექტურად ახერხებს. ანდრეის წყალობით ანდროგენებზე ინტერესი მოულოდნელად გაიზარდა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები