2 2 : 1 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ევრაზიის კავშირი 2015 წლის 1 იანვარს შეიქმნება

ჩამოტვირთვა

ვლადიმერ პუტინის მიერ ინიცირებული ევრაზიის კავშირი საბოლოოდ 2015-ი წლის 1 იანვარს შეიქმნება. განცხადება რუსეთის პრეზიდენტმა მოსკოვში გამართულ სამიტზე გააკეთა, რომელსაც კავშირის პოტენციური წევრი სახელმწიფოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. რუსეთის პრეზიდენტის განცხადებით, მხარეები შეთანხმდნენ, რომ კავშირის შექმნასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს 2012-ი წლის მაისში დაგეგმილ სამიტზე კიდევ ერხელ განიხილავენ. სამიტის ერთ-ერთი მთავარი თემა რუსეთის, ბელორუსისა და ყაზახეთის საერთო საბაჟო კავშირთან დაკავშირებული საკითხები გახდა. ევრაზიის კავშირის შექმნის ინიციტივით ვლადიმერ პუტინი რამდენიმე წლის წინ გამოვიდა. ინიციტივა ყოფილი საბჭოთა ქვეყნების კავშირს ითვალისწინებს. ექსპერტებმა პუტინის წინადადება უკვე შეაფასეს როგორც საბჭოთა კავშირის შექმნის მცდელობა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები