2 2 : 1 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ჯორჯ კლუნი ციხეში

ჩამოტვირთვა

ჰოლივუდის ვარსკვლავი ჯორჯ კლუნი ციხიდან გაათავისუფლეს. სამართალდამცავებმა მსახიობი გუშინ ვაშინგტონში სუდანის საელჩოსთან, საპროტესტო აქციაში მონაწილეობისთვის დააკავეს. ჯორჯ კლუნი საკუთარ მამასთან და სხვა მანიფესტანტებთან ერთად სამხედრო პირების მიერ სუდანში ჩადენილ დანაშაულებრივ ქმედებებს აპროტესტებდა. პატიმრობიდან გათავისუფლებულმა მსახიობმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ მისი დაკავება სუდანში გამეფებული უსამართლობის ყურადღების ცენტრში მოქცევის კარგი საშუალებაა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები