2 2 : 1 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

რუსეთში პოლიტიკური ტრანსფორმაციის მძიმე პერიოდი იწყება

ჩამოტვირთვა

რუსეთს უახლოესი 6 წლის განმავლობაში პოლიტიკური ტრანსფორმაციის მძიმე პერიოდი ელის, რომელმაც შესაძლოა პოლიტიკური არასტაბილურობა გამოიწვიოს, - ამის შესახებ დასკვნას რუსეთის სტრატეგიული კვლევის ცენტრი აქვეყნებს. ცენტრის ექსპერტების პროგნოზით, უახლოეს მომავალში პუტინი-მედვედევის ტანდემი დაიშლება. ვლადიმერ პუტინი რეიტინგს დაკარგავს, მედვედევს კი პრემიერობაზე მოუწევს უარის თქმა. "გაღრმავდება ეკონომიკური კრიზისი, ხელისუფლებას გაცილებით რთული პრობლემები ექნება, ვიდრე მოსკოვში დაწყებული აქციები. 3 წელიწადში შესაძლოა სიტუაცია ისე დაიძაბოს, რომ ქვეყანაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება გახდეს აუცილებელი, პუტინის რეიტინგი კი 10 პროცენტამდე დაეცემა",- ნათქვამია დასკვნაში. ორგანიზაცია საკუთარ პროგნოზს რამდენიმე თვეში ერთხელ აქვეყნებს. გასული წლის შემოდგომაზე სწორედ სტრატეგიული კვლევის ცენტრმა მოამზადა პროგნოზი იმის შესახებ, რომ ზამთარში მოსკოვში მასობრივი გამოსვლები დაიწყებოდა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები