0 0 : 2 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

თურქეთში ხანძარს 11 ადამიანი ემსხვერპლა

ჩამოტვირთვა

თურქეთში ხანძრის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა. BBC News – ის ინფორმაციით, უბედური შემთხვევა სტამბულის ერთ-ერთ დასახლებაში გვიან ღამით მოხდა. ცეცხლი მშენებარე სავაჭრო ცენტრის ტერიტორიაზე, მუშების საცხოვრებელ ბანაკში გაჩნდა და რამდენიმე ასეულ კვადრატულ მეტრს მოედო. შემთხვევის ადგილზე მაშველები და მეხანძრეები ამ დრომდე მუშაობენ. უკვე ნაპოვნია 11 ცხედარი, თუმცა დაღუპულთა რიცხვი შესაძლოა, კიდევ გაიზარდოს. არსებული ინფორმაციით, ცეცხლის გაჩენის მიზეზი ელექტროგამათბობელი გახდა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები