1 0 : 0 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

კრიმინალი

დაბალი ხარისხის, იაფფასიანი მაგნიტოფონები „SONY“- ს სასაქონლო ნიშნით მაღალ ფასად იყიდებოდა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა სხვისი სასაქონლო ნიშნის მართლსაწინააღმდეგო გამოყენების ფაქტზე ერთი პირი ამხილეს.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის განცხადებით, ჩატარებული ოპერატიულ - სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სხვისი სასაქონლო ნიშნის მართლსაწინააღმდეგო გამოყენების ფაქტზე, ერთი პირი ამხილეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ იმერეთის რეგიონში, ერთ - ერთი კომპანიის დამფუძნებელმა და დირექტორმა, საქონლის გაყიდვის გაადვილების მიზნით, მოახდინა ავტომანქანისთვის განკუთვნილი დაბალი ხარისხის, არა ბრენდირებული მაგნიტოფონების ნიშანდება „SONY“- ს სასაქონლო ნიშნით და მათი რეალიზაცია სავაჭრო ობიექტზე.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯამში ამოღებულია 39 ერთეული კონტრაფაქციული ტექნიკა.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 196-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 2 წლამდე ვადით.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები