1 0 : 0 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ქართველი მამაკაცი 14 ბინის გაქურდვაშია ბრალდებული - ვენეციის პოლიცია ვიდეოკადრებს აქვეყნებს

ჩამოტვირთვა

42 წლის ქართველს, ვენეციის პოლიცია 14 ბინის გაქურდვაში ადანაშაულებს და ვიდეოს ავრცელებს. ვენეციის Ca’ Rossa-ს ქუჩაზე მდებარე პოლიციის განყოფილების გამომძიებლების ცნობით, მათ კობა კ.-ს მიერ 14 ბინის გაქურდვის უტყუარი მტკიცებულებები აქვთ. მათი აზრით კობა კ.-ს 100-მდე ბინა აქვს გაქურდული.

გამომძიებლების თქმით, ყველა ქურდობა იანვარ-აგვისტოს პერიოდში მოხდა, თუმცა განსაკუთრებით ბევრი შემთხვევა წლის პირველ თვეებში დაფიქსირდა.

42 წლის ქართველი ისე ტოვებდა ბინას, რომ ხშირად ბინის მეპატრონეები გაქურდვის შესახებაც ვერ იგებდნენ, ბინაში შეღწევა კი არც ერთხელ არ მომხდარა ძალის გამოყენებით.

კობა კ.-ს იდენტიფიცირება სადარბაზოებში და ზოგიერთ ბინაში დაყენებული ვიდეო სათვალთვალო კამერებით მოხდა. გამომძიებლები ამბობენ, რომ მის მიერ 14 ბინის გაქურდვა ეჭვს არ იწვევს, ხოლო დანარჩენ, იმავე უბნებში მომხდარ, ხელწერით ზედმიწევნით მსგავს გაქურდვებზე მტკიცებულებების მოძიების პროცესი ჯერ კიდევ გრძელდება.

კობას კ.-ს ბინებიდან რამდენიმე ათეული ათასი ევრო, ძვირფასეულობა, ბინიდან გატანილი საკრედიტო ბარათებიდან მოხსნილი თანხა არის მოპარული. ძვირფასეულობის დიდი ნაწილი მას გაყიდული აქვს.

საცხოვრებელ ბინაში, სადაც ის თავის მეგობარ ქართველ ქალთან ერთად ცხოვრობდა, 1500 ევროს ღირებულების ოქროულობის მცირე ნაწილი არის ამოღებული.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები