,ჯერი დაახალეს დღისით, მზისით შუა ქალაქში, გლოვოს ...
ახლა ვიმყოფები ხეჩინაშვილის კლინიკა -ში, სადაც წევს ჩემი მამიდაშვილი , დაჭრილი წევს. ჯერი დაახალეს დღისით, მზისით შუა ქალაქში, გლოვოს კუროერია და მიიტანა შეკვეთა და ვიღაც ნაბიჭვამრა მთვარალ...
|
1. ის პუნქტუალურია
თხის რქამ კარგად იცის დროის ფასი, განსაკუთრებით მაშინ, თუკი დიდ ქალაქში ცხოვრობს.
"თუკი დათქმულ დროზე 10 წუთით ადრე მიხვედი – ესე იგი, დროულად მიხვედი. თუკი ზუსტად დათქმულ დროს მიხვედი – შენ უკვე დააგვიანე". – ამ დევიზით ცხოვრობს თხის რქა.
2. ის შრომისმოყვარეა
დიახ, თხის რქის ნიშნით დაბადებული ადამიანები ზედმეტად ჩაციკლულები არიან კონტროლზე, მაგრამ ეს მხოლოდ იმიტომ, რომ ძალიან შრომისმოყვარეები არიან.
მათ არ სჭირდებათ "მოტივაცია", რათა ნებისმიერ მომენტში წარგიდგინოთ საკუთარი შესაძლებლობებიდან საუკეთესო. თუნდაც "უმნიშვნელო" საქმეს თხის რქა მთელი მონდომებითა და ძალისხმევით ასრულებს.
თუკი დღეს თქვენი დაბადების დღეა, შეგიძლიათ დარწმუნებული იყოთ: თხის რქა იდეალურ საჩუქარს გაგიკეთებთ.
3. ის ყოველთვის მხოლოდ ლოგიკასა და ორგანიზებულობას ეფუძნება
როცა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება აქვს მისაღები, თხის რქა ყოველთვის ლოგიკას ეფუძნება. ეს თვისება მას საოცრად გაწონასწორებულ ადამიანად ხდის. მისი ორგანიზებულობა – ბუნებრივად მინიჭებული თვისებების ნაწილია.
თხის რქა მკაცრად განსაზღვრულ სისტემებსა და გეგმებს მისდევს, რათა პრობლემებსა და მოულოდნელობებს აარიდოს თავი. თუკი თხის რქამ რაიმე დაგეგმა, ის აუცილებლად გააკეთებს ამას, რამდენად რთულიც არ უნდა იყოს ეს.
თუკი თხის რქასთან რაიმე საკითხზე კამათს გადაწყვეტთ, ის აუცილებლად მოგიგებთ ლოგიკით. და თუკი თქვენ მართალი არ ხართ, ამას აუცილებლად დაგიმტკიცებთ!
4. ის ამბიციურია
თხის რქის ამბიციურობა იმდენად მოტივირებულს ხდის თხის რქას, რომ ის, ფაქტობრივად, ნებისმიერ სიტუაციაში მზად არის სამუშაოსთვის. ის გამუდმებით იმაღლებს კვალიფიკაციას და იძენს ახალ-ახალ ცოდნას.
თხის რქა – მეგა-ამბიციური ადამიანია. ის ნამდვილად არ არის ის მეგობარი, პარტნიორი ან ოჯახის წევრი, რომელიც ცხოვრებაში დაგამუხრუჭებთ. პირიქით, ის ყოველთვის გაგამხნევებთ და დაგეხმარებათ, მიაღწიოთ წარმატებას. ეს თვისება, სხვათა შორის, თხის რქას საუკეთესო მშობლადაც აქცევს.
5. მას შეუძლია ჭკვიანურად ხარჯოს ფული
დიახ, თხის რქა გიჟდება სახელობით ბრენდებსა და მაღალტექნოლოგიურ ნივთებზე. მაგრამ ის არ დახარჯავს ფულს იმაში, რაც არ სჭირდება.
თხის რქა ყოველთვის "აწონის" ფასს გონებაში იქამდე, სანამ გადაწყვეტილებას მიიღებდეს.
მეორე მხრივ, მიუხედავად თავისი ხელმომჭირნეობისა, თხის რქას ხანდახან შეუძლია დაიხარჯოს და გაანებივროს საკუთარი თავი და მეგობრები.
6. ის კეთილსინდისიერია
ხანდახან თხის რქა ზედმეტად ჯიუტია, მაგრამ ყოველთვის – კეთილსინდისიერი.
მას ყოველთვის აქვს არგუმენტირებული აზრი ნებისმიერ საკითხზე და თქვენ ვალდებული ხართ, მოუსმინოთ! მაგრამ თხის რქა არასოდეს შეალამაზებს სიმართლეს და არ მოგატყუებთ.
მიუხედავად ამისა, თხის რქა ძალიან დელიკატური და ფრთხილია, როცა უსიამოვნო სიმართლე აქვს სათქმელი. მის დიდ გულს ეშინია, რომ სხვას არ ეტკინოს გული.
7. ის მომთმენია
თხის რქის მოთმინების უნარი – კიდევ ერთი უდიდესი მადლია, რაც მას ბუნებამ მიანიჭა. ის ყველაზე მომთმენი ჰოროსკოპის ნიშანია მთელ თანავარსკვლავედში.
თხის რქას შეუძლია დიდი დრო დაუთმოს მნიშვნელოვან საკითხს, შეუძლია მშვიდად აკეთოს საქმე. მთავარია შედეგი.
თუკი გსურთ, ვინმეს გაუზიაროთ თქვენი ცხოვრებისეული სიახლე, იცოდეთ: თხის რქა ნამდვილად მოგისმენთ!
მისი მოთმინება – სხვისი ერთგულების გარანტიაა.
8. ის ერთგული მეგობარია
როცა თხის რქას პირველად ნახულობთ, შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ არ არის დაინტერესებული ახალი ნაცნობობით.
ეს თავდაცვის ერთგვარი მექანიზმია. თხის რქას დრო სჭირდება, რათა გული გადაგიშალოთ და მეგობრად მიგიღოთ.
თუმცა, იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც მის ცხოვრებაში მნიშვნელოვან როლს თამაშობენ, ძალიან ლოიალურები და თბილები არიან.
შუაღამისასაც რომ დაურეკოთ ატირებულმა, ის მაშინვე თქვენთან გაჩნდება და ყოველთვის თქვენ მხარეს იქნება.
9. ის აფასებს ოჯახს
თხის რქისთვის ოჯახი – ეს ის ადამიანები არიან, რომლებსაც უყვართ და გვერდში უდგანან მას
და თითოეულ ამ ადამიანს შეუძლია დაეყრდნოს მას.
თხის რქას შეუძლია გათავისუფლდეს საკუთარი ამბიციებისგან, როცა ხედავს, რომ რომელიმე ოჯახის წევრს უჭირს – ეს თხის რქისთვის ბევრად მნიშვნელოვანი და ფასეულია, ვიდრე საკუთარი ამბიციები.
10. გამოირჩევა ხასიათის სიმტკიცით
თხის რქა – მიწის ნიშანია, რითაც აიხსნება ამ ნიშნის ადამიანებისთვის დამახასიათებელი ხასიათის სიმტკიცე. ილუზიები, აბსტრაქტული აზროვნება და იდეალების წარმოდგენა მათ არ ახასიათებთ. ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულ ადამიანებს ხშირად მიმართავენ რჩევისათვის და ითვალისწინებენ კიდეც, რადგან თხის რქების აზროვნება გამჭვირვალეა, ხოლო ფასეულობები - მატერიალური.
ახლა ვიმყოფები ხეჩინაშვილის კლინიკა -ში, სადაც წევს ჩემი მამიდაშვილი , დაჭრილი წევს. ჯერი დაახალეს დღისით, მზისით შუა ქალაქში, გლოვოს კუროერია და მიიტანა შეკვეთა და ვიღაც ნაბიჭვამრა მთვარალ...
რუსები არ ჩერდებიან. ამჯერად, გრემისხევის თავზე მოაწყვეს რადიო-ელექტრონული დაზვერვის სპეც სადგომი, რომელიც გამოიყენება სპეციალური სადაზვერვო მანქანის საპარკინგე ადგილად. ასეთი ტიპის...
9 წელი ვეძებე,და ამ ჯგუფის წყალობით ვიპოვე,მადლობა კიდევ ერთხელ თამუნა მუსერიძეს და მის გუნდს..გუშინ ჩემი ძალებით გავარკვიე ბიოლოგიური მამის ვინაობაც და ყველაზე დიდი შოკი მაშინ მივიღე,როც აღმოჩნდა რომ...
ბევრი მირეკავს, მწერს, მეგობრებო კარგად ვარ, გამთენიამდე სახლთან მოაწყეს ჩასაფრება, სადარბაზო ააჭრელეს წარწერებითა და პლაკატებით. ძალიან მალე დამკვეთები შემსრულებლებთან ერთად დადგებიან და საკუთა...
🇬🇪🇪🇺 რა თქმა უნდა, საქართველოს მომავალი არის ევროპა! ვინმე ამაზე კითხვის ნიშანს სვამს? თუ რაიმე წარმატებას მივაღწიეთ ევროინტეგრაციის გზაზე, ქართული პასპორტით ევროპულ ქვეყნებში რომ თავისუ...
ვინც ჩუმად ხართ და ხმას არ იღებთ... ან ვერ იღებთ.. იცოდეთ მეც მეშინია რო ხმის ამოღების მერე რამეს დავკარგავ... მეც მეშინია რო შეიაძლება ცხოვრება გამირთულდეს... ან ერთი გზით იძიონ შ...
ფეხბურთელი ბუდუ ზივზივაზე "ქართული ოცნების" მიერ წარდგენილ "რუსულ"კანონპროექტს ეხმაურება: არა რუსეთს ❌ საქართველოს გზა ევროპაშია ✊ პ.ს მადლობა არავინ გადამიხადოს რადგან იმას ვამბობ...
ივლისი 2024 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები