0 7 : 5 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

თიბისის მხარდაჭერით, თბილისში სამშენებლო კომპანია „არქტურის“ პროექტი - „არქტური ლისი“ შენდება

თიბისის მხარდაჭერით, თბილისში, ფერმწერთა ქუჩა 111-ში, სამშენებლო კომპანია „არქტურის“ პროექტი - „არქტური ლისი“ შენდება.

 

დაბალი განაშენიანების კომპლექსი 5 სართულიან 7 საცხოვრებელ სახლს მოიცავს, რომლებიც ეტაპობრივად ბარდება.

კომპლექსის 14330.5 კვ.მ. მწვანე არეალს დაეთმობა, სადაც მოსასვენებლი სივრცეები, ბავშვებისთვის სათამაშო სკვერები, სპორტული მოედანი,  სარბენი და სასეირნო  ბილიკები მოეწყობა.

კომპლექსში გათვალისწინებულია ღია და დახურული ფასიანი ავტოსადგომები, კომერციული და სავაჭრო ფართები.

მობინადრეების უსაფრთხოება ვიდეო კამერებისა და შლაგბაუმით იქნება დაცული.

საცხოვრებელი კომპლექსი ახალი სტანდარტებით და რეგულაციების დაცვით, ენერგოეფექტური მასალებისგან შენდება, რაც მაცხოვრებლებს კომუნალური ხარჯების დაზოგვის საშუალებას მისცემს.

მსურველებს   ბინის შეძენა 43 კვ.მ-დან შეუძლიათ და მწვანე კარკასის კონდიციით ჩაბარდებათ.

პირველი 2 საცხოვრებელი ბლოკის მშენებლობის დასრულება 2025 წელს იგეგმება.

კომპანია „არქტური“ 2013 წლიდან ოპერირებს სამშენებლო ბაზარზე და მომხმარებელს სთავაზობს უძრავ ქონებას, როგორც თბილისში, ასევე სასტუმროს ტიპის საცხოვრებელ სახლებს ბაკურიანის სამთო-სათხილამურო კურორტზე.

„არქტური ლისის“ შესახებ დეტალებს გაეცანით ბმულებზე:

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები