0 7 : 2 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ამერიკელმა პასტორმა ყურანი ისევ დაწვა

ჩამოტვირთვა

ამერიკელმა პროტესტანტმა პასტორმა, ტერი ჯონსმა კიდევ ერთხელ დაწვა ყურანი. მისი განცხადებით, ამ გზით ირანის ხელისუფლების ქმედება გააპროტესტა, რომელმაც ქრისტიან მღვდელს, იოსებ ნადარხანს სიკვდილით დასჯა მიუსაჯა. ყურანი ქალაქ გეინსვილში, ეკლესიის გვერდით დაწვეს. ის, რაც ეკლესიის ეზოში ხდებოდა, ჯონსის თანამოაზრეებმა გადაიღეს და სოციალურ ქსელებში გაავრცელეს. ჯონსი თავისი ანტიისლამური განწყობითაა ცნობილი. ყურანი მან პირველად 2011 წლის მარტში დაწვა, რასაც მთელ მსოფლიოში დემონსტრაციების ტალღა მოჰყვა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები