0 8 : 3 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ანდერს ბრეივიკი - „მე ყველაზე ეფექტური და დახვეწილი თავდასხმა განვახორციელე ევროპაზე“

ჩამოტვირთვა

ოსლოში მიმდინარე სასამართლო პროცესზე ანდერს ბრეივიკი სიტყვით გამოვიდა. ტელეკომპანია "ბი-ბი-სი"-ს ინფორმაციით, კუნძულ უტოიაზე მოზარდების მასობრივ მკვლელობაში ბრალდებულმა ანდერს ბრეივიკმა განაცხადა , რომ "მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე ეფექტური თავდასხმა" განახორციელა და ნორვეგიის სასამართლოს თავისი ქმედება განუმარტა. მისი თქმით, „ეს ქმედებები კეთილი ზრახვებით განხორციელდა და არა - ბოროტით" არსებული ინფორმაციის თანახმად, სასამართლო პროცესზე მიცემული ჩვენებები გადამწყვეტი გახდება ბრეივიკის ფსიქიკურ მდგომარეობასთან დაკავშირებით. ამასთან, სასამართლო პროცესი ცოტა ხნით გადაიდო, ვინაიდან ერთ-ერთი ბრალმდებლის პროცესიდან ჩამოცილება გახდა საჭირო. კერძოდ, მოსამართლის თანაშემწემ გასული წლის ივლისში ინტერნეტში დაწერა, რომ ანდერს ბრეივიკი სიკვდილით უნდა დაისაჯოს, რაც მისი პროცესიდან ჩამოცილების მოტივი გახდა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები