მსოფლიო
ოკლაჰომას შტატს ტორნადომ გადაუარა
2012-04-14 19:00:19
ჩამოტვირთვა
ამერიკაში ოკლაჰომას შტატს ტორნადომ გადაუარა. ძლიერი წვიმის და ტორნადოს შედეგად ყველაზე მეტად ქალაქები ნორმანი , ოკლაჰომა-სითი და პედმონტი დაზარალდა. მოსახლეობა ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. ძლიერი ქარისგან ბევრი შენობა დაინგრა. მოსახლეობამ ტორნადოს შესახებ შეტყობინება სტიქიურ უბედურებამდე 3 წუთით ადრე მიიღო, რის გამოც ბევრმა ადამიანმა ევაკუაცია და თავშესაფარში მისვლა ვერ მოასწრო.
მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ამ დრომდე არ ვრცელდება. ადგილზე უკვე მუშაობენ სამაშველო ბრიგადები
კომენტარები