1 0 : 4 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

უიტნი ჰიუსტონის გარდაცვალების ზუსტი მიზეზი ცნობილია

ჩამოტვირთვა

უკვე ცნობილია რა გახდა უიტნი ჰიუსტონის გარდაცვალების მიზეზი. დასავლური მედიასაშუალებები ექსპერტიზის დასკვნის შესახებ ინფორმაციას ავრცელებენ. The Sun-ის ცნობით, მომღერლის გარდაცვალების მიზეზი ნარკოტიკია. აუტოფსია, რომელიც მისი გარდაცვალების მიზეზად დასახელდა გულის დაავადებითა და კოკაინის მოხმარებით იყო გამოწვეული. ექსპერტიზის დასკვნით, 48 წლის ჰიუსტონს ნარკოტიკის დოზა მიღებული ჰქონდა ზუსტად იმ დროს, როცა სააბაზანოში შედიოდა. უიტნის ოჯახის წევრებისათვის ძალიან რთული იყო იმის გაგება, რომ ლეგენდარული მომღერლის გარდაცვალების მიზეზი ტოქსიკომანია გახდა. უიტნი ჰიუსტონი 2012 წლის 11 თებერვალს ლოს-ანჯელესში, სასტუმრო "ბევერლი ჰილტონში" საკუთარ ნომერში გარდაცვლილი იპოვეს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები