1 0 : 3 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ყველაზე გრძელი საქორწინო ფატა

ჩამოტვირთვა

რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტის მთავარ ბულვარზე უჩვეულო სანახაობა მოეწყო. 17 წლის მოდელი, ემა, 1.85 მილის სიგრძის საქორწინო ფატაში პოზირებდა. ჰოლანდიელი დიზაინერის მიერ შექმნილი მაქმანებით მორთული აბრეშუმის ფატა გინესის რეკორდების წიგნში შევიდა. ღონისძიება მოდის სახლ Andre Salon-მა მოაწყო. იმისათვის, რომ ფატის სიგრძე კარგად გამოჩენილიყო, მოდელი საჰაერო ბუშტში ჩაჯდა და მოედანი ფატის ნაჭრით დაფარა. როგორც სალონის წარმომადგენელი ლავინია ლასკა აცხადებს, ფატას 100 დღის განმავლობაში ქმნიდნენ და მასზე 10 მკერავი მუშაობდა. მაქმანები საფრანგეთიდან ჩამოიტანეს, ხოლო ქსოვილი იტალიაში შეისყიდეს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები