1 2 : 3 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

მსოფლიოში ყველაზე მაღალმა კაცმა სიმაღლეში ზრდა შეწყვიტა

ჩამოტვირთვა

მსოფლიოში ყველაზე მაღალმა მამაკაცმა მკურნალობის კურსის გავლის შემდეგ ზრდა შეწყვიტა. თურქი ფერმერი სულთან კოსენი 29 წლისაა მისი სიმაღლე 2 მეტრი და 46 სანტიმეტრია. კოსენის მდგომარეობა სიმსივნის განვითარებამ გამოიწვია, რომელიც ტვინის ერთერთ უბანზე წარმოიშვა და რამაც საბოლოოდ ზრდის ჰორმონის შეუჩერებელი ზრდა განაპირობა. პირველი ოპერაცია 29 წლის ახალგაზრდამ 2008 წელს ჩაიტარა. ექიმებმა მას სიმსივნური წარმონაქმნი მოკვეთეს, თუმცა სიმაღლეში ზრდა მაინც ვერ შეაჩერეს. მოგვიანებით, ვირჯინიის უნივერსიტეტის მკვლევრების მიერ შემუშავებული მკურნალობის ახალი მეთოდის დახმარებით, კოსენმა სიმაღლეში ზრდა შეწყვიტა. თურქი ფერმერი 10 წლამდე ნორმალურად იზრდებოდა, მაგრამ კიბოთი დაავადებისთანავე, ორგანიზმის ჩვეული რეჟიმით ფუნქციონირება დაერღვა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები